ქვეყნიდან ნატურალური წვენების ექსპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ექსპორტზე 14,682.07 ათასი დოლარის ღირებულების 9,999.39 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები გაიტანა. ეს მაჩვენებელი კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,4%-იან ზრდას ნიშნავს, რადგანაც 2023 წლის 9 თვეში ქვეყნიდან ექსპორტზე 8,893.96 ტონა წვენები გაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში წარმოებული ხილისა და ბოსტნეულის წვენებისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი აშშ-ია. სწორედ ამერიკაში გავიდა წელს ქვეყნიდან ექსპორტირებული წვენების 26%-ი.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ხილისა და ბოსტნეულის წვენებს ყიდის:
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ხილისა და ბოსტნეულის წვენების წარმოების პარალელურად, მისი საექსპორტო არეალიც ფართოვდება. 2024 წელს ნატურალური წვენებს ექსპორტი საქართველოდან 39 საექსპორტო ბაზარზე გავიდა.
უახლესი
15 საათის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს16 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო17 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა18 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა