„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეირჩა და გამოქვეყნდა მეცხრე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები.
საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 24 აგვისტოს დაიწყო და 29 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
გამოქვეყნებულია კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და გურიის რეგიონების 208 ერთეული საძოვრის მონაცემები. მათ შორის, დედოფლისწყარო - 41, საგარეჯო - 9, თელავი - 3, სიღნაღი - 6, ყვარელი - 5, ახმეტა - 4, ლაგოდეხი - 5, ასპინძა - 5, ახალციხე - 2, ნინოწმინდა - 23, ბორჯომი -18, ახალქალაქი - 1, დმანისი - 34, თეთრიწყარო - 2, წალკა - 2, მარნეული - 6, მცხეთა - 1, დუშეთი - 1, გორი - 4, კასპი - 1, ქარელი -2, წყალტუბო - 13, ბაღდათი - 1, ვანი - 6, ზესტაფონი -1, ჭიათურა - 2, სენაკი -2, წალენჯიხა -1, ხობი - 2, ონი - 2, ლანჩხუთი - 3.
2022 წლის 28 მარტიდან სააგენტომ შეარჩია და რვა ეტაპად გამოაქვეყნა აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრების მონაცემები. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 19 ივნისის N1148 და 2023 წლის 15 აგვისტოს N1481 განკარგულებებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების პირდაპირი წესით გადაცემის გზით იჯარის უფლებით გაცემის შესახებ თანხმობა გაიცა 87 მიწის ნაკვეთზე (7180 ჰა), ხოლო აუქციონის წესით იჯარით 48 საძოვარი (6667 ჰა) გაიცა.
საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge www.mepa.gov.ge), ასევე სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა. პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და, ამავდროულად, მეცხოველეობის დარგის განვითარებას დაეხმარება.
უახლესი