დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად ყიდულობს საქართველო იახტებს

სად ყიდულობს საქართველო იახტებს

26-09-2024 14:00:00

იახტების იმპორტი იზრდება. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში 4,064.86 ათასი დოლარის ღირებულების იახტები და დასვენებისათვის ან სპორტისათვის განკუთვნილი სხვა მოცურავე საშუალებები შემოვიდა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 3,004.81 ათას დოლარს შეადგენდა. შესაბამისად ღირებულებით ნაწილში ზრდა 35%-ია.

თუ იმპორტირებული მცურავი საშუალებების მასას გავითვალისწინებთ ამ მიმართულებით ზრდა 16%-ია.

მიმდინარე წლის აგვისტოში ქვეყანაში 957.29 ათასი დოლარის იახტების იმპორტი დაფიქსირდა, რაც გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 190%-იან ზრდას ნიშნავს. 2024 წლის განმავლობაში იახტების იმპორტის კუთხით ყველაზე აქტიური თვე ივლისი იყო, რადგანაც სწორედ ივლისში ქვეყანამ 1,514.25 ათასი დოლარის იახტები იყიდა. 

მიმდინარე მაჩვენებლებით კი იახტების იმპორტის კუთხით ლიდერი აშშ-ია.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო იახტებს ყიდულობს:

აშშ - 1,100.41 ათასი დოლარი

თურქეთი - 858.27 ათასი დოლარი

მექსიკა - 586.78 ათასი დოლარი

ლიეტუვა - 468.35 ათასი დოლარი

ბელგია - 333.07 ათასი დოლარი

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები