საქართველოდან ოქროს ექსპორტო მოცულობის მხრივ კლებას, ხოლო ღირებულებით ნაწილში ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველომ დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქრო ექსპორტზე სულ 3 ქვეყანაში გაიტანა.
5 თვეში ქვეყნიდან საერთო ჯამში ექსპორტირებულია 41,394.66 ათასი დოლარის ღირებულების 1.15 ტონა ოქრო, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტზე 1.29 ტონა ოქრო გავიდა, რომლის საერთო ღირებულებაც 38,242.41 ათასი დოლარი იყო. ეს კი იმას მოწმობს, რომ ქვეყნიდან 8%-ით მეტი ღირებულების ოქრო გავიდა, ხოლო მოცულობის კუთხით 11%-ით ნაკლები.
ქართული ოქროს ნომერ პირველი მომხმარებელი შვეიცარიაა, სადაც ოქროს მთლიანი ექსპორტის 92%-ი დაფიქსირდა.
ქვეყნები, სადაც საქართველომ ოქრო გაყიდა:
ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით აღნიშნული მადნის ექსპორტი მეტ-ნაკლებ მდგრადობას ინარჩუნებს. 2023 წელს ქვეყანამ საზღვარგარეთ 2.72 ტონა ოქრო გაყიდა, 2022 წელს კი 2.68 ტონა.
ოქროს ექსპორტი თავის ისტორიულ მაქსიმუმზე 2010 წელს იყო, როდესაც ქვეყნიდან 7.19 ტონა დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქრი გავიდა.
უახლესი
6 საათის წინ
ირაკლი შატაკიშვილი მოსწავლეებს შეხვდა6 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7894 ლარი გახდა6 საათის წინ
"ხის დაცვა კირით: ბუნებრივი და საიმედო მეთოდი"