საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველომ ექსპორტზე 7,946.49 ტონა 12,009.67 ათასი დოლარის ღირებულების წვენები გაიტანა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 7,083.83 ტონა, შესაბამისად ზრდა 12%-ია. 2023 წლის იანვარ-ივლისში ქვეყნიდან ექსპორტირებული წვენების საერთო ღირებულება კი 8,684.38 ათასი დოლარი იყო.
საქართველოდან ექსპორტირებული ხილისა და ბოსტნეულის წვენების ნომერ პირველი ექსპორტიორები აშშ და ისრაელი არიან.
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით ხილისა და ბოსტნეულის წვენები გაყიდა:
აშშ - 2,029.00 ტონა,
ისრაელი - 1,630.69 ტონა,
ავსტრალია - 1,011.92 ტონა,
გერმანია - 742.36 ტონა,
რუსეთი - 517.71 ტონა.
ბოლო წლების სტატისტიკით საქართველოდან წვენების ექსპორტი მზარდ ტრენდზეა, თუმცა რაოდენობით ნაწილში ლიდერი 2022 წელი იყო, როდესაც ქვეყანამ უცხოეთის ბაზრებზე 13,251.59 ტონა წვენები გაყიდა, ხოლო თანხობრივად ლიდერობას 2023 წელი იკავებს, როდესაც ქვეყანამ საექსპორტო ბაზრებზე 16,228.39 ათასი დოლარის ღირებულების წვენები გადაზიდა.
უახლესი
14 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება