2023 წელს, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 377.0 ათასი შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ - 122.9 ათასი.
რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისშია - 72.8 ათასი, საიდანაც დახმარების მიმღებია 31.9 ათასი.
მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა რეგიონების მიხედვით, 2023 წელს.
თბილისი - 72.8 ათასი;
იმერეთი - 59.0 ათასი;
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 41,7 ათასი;
კახეთი - 39,2 ათასი;
ქვემო ქართლი - 37,9 ათასი;
აჭარის არ - 37,9 ათასი;
შიდა ქართლი - 33,0 ათასი;
გურია - 17,9 ათასი;
სამცხე-ჯავახეთი - 15,0 ათასი;
მცხეთა-მთიანეთი - 11,7 ათასი;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8,8 ათასი.
უახლესი
3 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა