რუსეთის ფედერაციის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა, ფინანსთა სამინისტროს წინასწარი შეფასებით, 2023 წლის იანვარ-ივლისში 2,81 ტრილიონი რუბლი შეადგინა. ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
„წინასწარი შეფასებით, ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლების მოცულობამ 2023 წლის იანვარ-ივლისში 14,525 ტრილიონი რუბლი შეადგინა, რაც 7,9%-ით ნაკლებია 2022 წლის იმავე პერიოდის შემოსავლების მოცულობაზე.
ამავდროულად, ნავთობისა და გაზის სექტორიდან შემოსავლების მიღების კუთხით - როგორც ფედერალურ ბიუჯეტში, ისე მთლიან საბიუჯეტო სისტემაში - სტაბილურად დადებითი ტენდენციაა“, - ნათქვამია ანგარიშში.
რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა ამ პერიოდისთვის შეადგენდა 17,341 ტრილიონ რუბლს, რაც 14%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.
ამრიგად, ბიუჯეტის დეფიციტმა 2,81 ტრილიონ რუბლს მიაღწია.
უახლესი