კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომ მისი უწყება, ბაზარზე რუსეთიდან და ირანიდან არმატურისა და გლინულის შესაძლო დემპინგურ იმპორტის შესაძლებლობას იკვლევს.
მისი ინფორმაციით, 2024 წელს უწყებას დემპინგის მიმართულებით ორი საქმე ჰქონდა, რომელიც ეხებოდა სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან სიგარეტის დემპინგური იმპორტის მიმართულებას.
„ჩვენი აქ ჩართულობის შედეგად, ბაზარზე იყო აღდგენილი სამართლიანი პირობები. ეს საკითხი ამ სტატუსით დასრულდა, თუმცა ახლა მიმდინარეობს კვლევა რომელიც რუსეთიდან და ირანიდან არმატურისა და გლინულის შესაძლო დემპინგურ იმპორტს უკავშირდება.
ჩვენ ამ დროისთვის კვლევის ეტაპზე ვართ. იმპორტი გაზრდილია, რომელშიც არის მაღალი წილი ამ ქვეყნებიდან შემოსული პროდუქციის და ვამუშავებთ ადგილობრივი ინდუსტრიიდან მიღებულ მონაცემებს, რომ რეალურად ვნახოთ არის თუ არა დემპინგი და აქვს თუ არა გავლენა და აზიანებს თუ არა ადგილობრივ ინდუსტრიას.
კვლევა დავიწყეთ 2024 წლის ზაფხულში. გვაქვს ერთწლიანი ვადა, რათა მოკვლევის სრული სურათი წარვადგინოთ“,- განაცხადა ლექვინაძემ.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების კონცენტრაციებს, ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, 2024 წელი რაოდენობრივად გამორჩეულია.
„დაახლოებით 11 კონცენტრაციაზე გვაქვს დასტური დღევანდელი მდგომარეობით და სამ შემთხვევაში ახლა მიმდინარეობს შეფასება თუ რა გავლენა ექნება გაერთიანებებს კონკურენტულ გარემოზე. 6 შემთხვევაში, მესამე კვარტლის მონაცემებით აღმოჩენილი გვაქვს შეუთავსებლობა- შეუტყობინებლობა და საქმის წარმოება დაწყებულია. 2021 წლიდან დღემდე, ჯერ-ჯერობით უარის შემთხვევა არ გვაქვს. თუმცა მომავალში დაველოდოთ საქმეებს, თუ მოხდება ისეთი კომპანიების გაერთიანება , რომელიც აღემატება 40%-ს და ქმნის მაღალ კონცენტრაციას ბაზარზე, ამ შემთხვევაში შესაძლოა, იყოს უარი ან გარკვეული ვალდებულებებით შემსყიდველის დატვირთვა. ჯერ-ჯერობით ასეთი ქეისი არ არის, მაგრამ გამომდინარე იმ დინამიკიდან რაც საქართველოს ბაზარზე სხვადასხვა სექტორებში ხდება, ვფიქრობ, რომ არაა გამორიცხული მსგავსი შემთხვევების შესაძლებლობაც დადგეს“,-აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
უახლესი
2 საათის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს3 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო4 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა5 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა