„როსსელხოზნადზორი“ სომხეთიდან რუსეთში რძის პროდუქტების იმპორტს 5 აპრილიდან აკრძალავს.
სააგენტომ განაცხადა, რომ სომხეთის ვეტერინარულ სამსახურს უკვე აცნობა, რომ რუსეთში მიწოდებისთვის, ქვეყნის ყველა საწარმოში რძის პროდუქტების სერთიფიცირება შეაჩეროს.
„მიზეზი სომხური საწარმოების ინსპექტირების არადამაკმაყოფილებელი შედეგები გახდა, რომელის კვლევაც „როსსელხოზნადზორის“ სპეციალისტებმა 2023 წლის 20 მარტიდან 24 მარტამდე ჩაატარეს. კვლევამ აჩვენა, რომ სომხური ქარხნები იყენებენ ირანში წარმოებულ ნედლეულს, რომლის მიწოდება რუსეთში აკრძალულია ან დაუშვებელია“, - წერს რუსული მედია.
„მომარაგების განახლების შესაძლებლობა შემდგომში განიხილება თუ სომხური მხარე გამოვლენილ დარღვევებს აღმოფხვრის“, - იუწყება „როსსელხოზნადზორი“.
უახლესი
14 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება