2022 წელს პორტირების შედეგად ყველაზე მეტი აბონენტი „ბილაინმა" (სელფი) დაკარგა.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2022 წელს მობილური ოპერატორების ქსელში 52 ათასი ნომრის პორტირება განხორციელდა, რაც 2021 წელთან შედარებით, 15 ათასი პორტირებული ნომრით მეტია და მთლიანი აბონენტების რაოდენობის 1%-ს შეადგენს.
ყველაზე მეტი აბონენტი „მაგთიკომის“ ქსელში დაპორტირდა, ხოლო ყველაზე მეტი გადაპორტირება „ბილაინიდან“ მოხდა.
უფრო კონკრეტულად, 2022 წელს „მაგთიში“ გადმოპორტირებული აბონენტების რაოდენობამ 24 ათასი შეადგინა, „სილქნეტში“ 19 ათასი, ხოლო „ბილაინში“ 10 ათასი. რაც შეეხება გადაპორტირების სტატისტიკას, ასე გამოიყურება: „ბილაინი“ 24 ათასი, „მაგთი“ 16 ათასი, „სილქნეტი“ 13 ათასი.
უახლესი