კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სხვადასხვა რეგიონსა თუ ქალაქში მობილური კომუნიკაციების ხარისხის კონტროლი განახორციელა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყველაზე მაღალი გადმოწერის სიჩქარით „მაგთიკომის“ მობილური ინტერნეტის მომხმარებლები სარგებლობენ.
თუმცა კვლევის მიხედვით „მაგთიკომის“, „სილქნეტის“ და „სელფის“ გადმოწერის სიჩქარე ზღვრულ დონეს, ანუ 5.5 მბიტ/წმ-ს აღემატება. მაგრამ არსებული საზომიდან მნიშვნელოვნად მაღალი სიჩქარეები აქვთ „მაგთიკომსა“ და „სილქნეტს“.
HTTP პროტოკოლით ფაილის გადმოწერისას დაფიქსირებული საშუალო სიჩქარე (მბიტ/წმ)
მაგთიკომი: 41.5 მბიტ/წმ
სილქნეტი : 41.4 მბიტ/წმ
სელფი: 6.3 მბიტ/წმ
Kepler-ის გვერდის ჩამოტვირთვის დროს დაფიქსირებული საშუალო სიჩქარე (მბიტ/წმ)
მაგთიკომი: 1.55 მბიტ/წმ
სილქნეტი : 1.48 მბიტ/წმ
სელფი: 1.25 მბიტ/წმ
HTTP პროტოკოლით მიმართვისას წარმატებული ცდების პროცენტული მაჩვენებელი
მაგთიკომი: 99.1%
სილქნეტი : 96.1%
სელფი: 94.6%
მონაცემთა გადაცემის მომსახურების შეფასების მიზნით, თითოეული სესია შედგება სხვადასხვა სახის
დავალებებისგან. მონაცემთა ჩატვირთვის სიჩქარის შესაფასებლად საჭიროა, მოხდეს ფიქსირებული
ზომის ფაილის სერვერზე ატვირთვა/ჩამოტვირთვა (ETSI TR 102 678-ს რეკომენდაცია):
• მიმაგრება ოპერატორის ქსელთან, სესიის გახსნა და კონტექსტის აქტივაცია (Attach);
• ICMP Ping – 10 წამი სესიისათვის, თითოეული პინგის ტაიმ-აუტი 3 წმ, 1000 მწ. Ping-ს შორის
• HTTP ჩატვირთვა (Kepler reference WEB გვერდი ETSI TR 102 505 V1.2.1, მოცდის დრო 30 წამი)
• HTTP DL (HTTP ჩამოტვირთვა, 10 წამის განმავლობაში, მოცდის დრო 10 წამი)
• FTP UL (FTP პროტოკოლით 10 წამის განმავლობაში სერვერზე ატვირთვა, მოცდის დრო 10 წამი)
• სესიის დახურვა.
მონაცემთა გადაცემის შეფასებისას იზომება შემდეგი პარამეტები:
• ICMP (Ping) - კარგია, როდესაც <=90 მწ.
• HTTP (Downlink Speed) - მინიმალური: >= 0.2 მბიტ/წმ; კარგი: >= 5.5 მბიტ/წმ.
• FTP (Uplink Speed) - მინიმალური: >= 0.2 მბიტ/წმ; კარგი: >= 5.5 მბიტ/წმ.
აღსანიშნავია,რომ კომისიის მიერ ანგარიში მოიცავს „დრაივ ტესტის“ ინფორმაციას და მისი მიზანია მთელი საქართველოს მასშტაბით მობილური მომსახურეობების ხარისხის კვლევა და მონიტორინგი.
მსგავსი კვლევები ევროპის უმეტეს ქვეყნებში ტარდება და მისი მიზანია მობილური მომსახურების ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის გაძლიერება, მომსახურებების ხარისხის გაზრდას და კავშირის მდგრადობის უზრუნველყოფა.
ანგარიში ასახავს მობილური ქსელების შეფასების ისეთ მახასიათებელს, როგორებიცაა ქსელის დაფარვის გეოგრაფიული არეალი, ინტერფერენციის დონე, ფიჭიდან ფიჭაზე გადასვლის კორექტულობა, განხორციელებული ზარების სტატისტიკა და სხვა. საერთაშორისო პრაქტიკის და რეკომენდაციების მიხედვით, თითოეულისათვის განსაზღვრულია შესაბამისი KPIs (Key Performance Indicators), რომლებიც განაპირობებენ წარმადობის ძირითად მახასიათებლებს.
ასევე, განსაზღვრულია ქსელის ფუნქციონირების სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ გაწეული მომსახურებების ხარისხზე.
უახლესი
6 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე8 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა8 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს8 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა