საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად 2023 წლის პირველ კვარტალში ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP-5 სასტუმრო გამოიკვეთა:
შპს ჯი-ემ-თი სასტუმროები - რა ბრენდებს ფლობენ:
შპს აჭარა ჯგუფი:
შპს დაბი გრუპ ჯორჯია:
შპს ჰოტელს მენეჯმენტ გრუპს:
შპს ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი:
( სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
ვინ არიან ბიზნეს-ჯგუფების მფლობელები:
შპს ჯი-ემ-თი სასტუმროები - 1996 წელს დაფუძნდა. რომელის 80%-ს ოტელ თბილისი ჰოლდინგ კომპანი, /სენტ-კიტსი და ნევისი/, ხოლო 20%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ჯი ემ თი უძრავი ქონება ფლობს. კომპანიის დირექტორია გიორგი თავაძე.
შპს აჭარა ჯგუფი - 2005 წელს დაფუძნდა. რომლის 100%-საც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს აჭარა ჯგუფის ჰოლდინგ კომპანია ფლობს. შპს აჭარა ჯგუფის დირექტორია აშშ/საქართველოს მოქალაქე - ნინო კვერნაძე.
შპს დაბი გრუპ ჯორჯია - 2007 წელს დაფუძნდა. მესაკუთრეები არიან - შეიხ მოჰამედ ბუტი ალჰამედი, არაბთა გაერთიანებული საემიროები/ 20.22%; შეიხ სურორ ბინ მოჰამედ ალენაჰიანი, /არაბთა გაერთიანებული საემიროები/ 13.48%; ნაჰაიან მაბარაკ ალ ნაჰაიანი, /არაბთა გაერთიანებული საემიროები/ 66.3%; დირექტორია ეგვიპტის მოქალაქე - ანდრო ადელ ბიშაი აბდელმესიჰ.
შპს ჰოტელს მენეჯმენტ გრუპს - 2010 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-ს ვლადიმერ სტეფანიანი ფლობს. დირექტორია გიგა დიდბარიძე.
შპს ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი - 2010 წელს დაფუძნდა. მესაკუთრეები არიან სილქ როუდ გრუპ (მალტა) ლიმიტედ - 2 4% და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ესარჯი რიალ ისთეით -96%. დირექტორია ლევან გაჩეჩილაძე.
უახლესი