2025 წელს საქართველოს მინიმუმ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა ექნება, ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში Business Insider Georgia-სა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა,რომელმაც მსოფლიო ბანკის და სსფ-ს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები მიმოიხილა, რომელიც ერთმანეთთან თანხვედრაშია და 6%-ს შეადგენს.
„დავიწყოთ Business Insider Georgia, სულ რამდენიმე საათი რჩება პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციამდე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ბიზნეს წრეების მიწვევით ქართველი ბიზნესმენები მიიღებენ მონაწილეობას პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაში, მაგალითისათვის, არჩილ გაჩეჩილაძე საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი. გუშინ მქონდა კომუნიკაცია არჩილთან, მნიშვნელოვანია ეს ნაწილი, რადგანაც ქართული ბიზნესი მჭიდროდაა ინტეგრირებულ დასავლურ ბიზნესთან, მათ შორის საქართველოს ბანკი, რომელიც თავის მხრივ ფლობს Amerabank-ს, მჭიდროდ პარტნიორობს დასავლურ ბიზნესთან. მხოლოდ ჯიპი მორგანის დასახელება, რად ღირს და კიდევ ერთხელ ეს არის ხაზგასმა, რომ არ გამოვიდა ბულინგი და ქართული ბიზნესის იზოლაცია, რომელსაც ასე გულმოდგინედ ცდილობდნენ ქვეყნის შიგნით გარკვეული წრეები. მათ შორის იმ „ანონიმკების“ დაწერა, თან რომ არ ასახელებენ ვინ არიან, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ზედმიწევნით კარგად ვიცით. თუმცა ნელ-ნელა ალბათ ვიტყვით თუ ვინ დაწერა ეს სია, რომელიც გააგზავნეს აშშ-ში. მათ შორის მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ბანკი არის იმ ჯგუფის წევრი, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ამ „ანონიმკების“ მიხედვით მოხვდა სრულიად უსამართლოდ ე.წ. დასანქცირებულთა სიაში, ისევე როგორც ნებისმიერი იქ მოხვედრილი ადამიანი.
კიდევ ერთხელ არ გამოვიდა ეს ამბავი. მას შემდეგ რაც გაიგეს, რომ ქართული ბიზნესი იღებდა მონაწილეობას და არის მჭიდროდ ჩართული, შემდეგ ის ადამიანები, რომელიც ამ ბიზნესს მანამდე აკრიტიკებდა, მანამდე აბულინგებდა, ახლა გამოდგნენ და საუბრობენ რა კარგია. დიახ მართალია, ასე მოგიწევთ ყველაფრის აღიარება ეტაპ-ეტაპ. ეს პროცესი დაიწყო, გაგრძელდება. ასე, რომ უნდა მოიფიქროთ ფორმატები, თუ რა ფორმატებში დაიწყებთ ამის აღიარებას. მივესალმებით აღიარებას. მიტევებისთვის ამ ნაწილში მზად ვართ.
დავიწყოთ ანალიტიკის შემდგომი ნაწილი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებები. ვნახოთ მსოფლიო ბანკის შეფასება თუ როგორ ზრდას ელოდება საბოლოო ჯამში 2024 წლის შემაჯამებელი მაჩვენებლებიდან. აქ ვხედავთ ჩვენ საქართველოს გამოკვეთილ 9 პროცენტს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
მსოფლიო ბანკის 2025 წლის ეკონომიკური ზრდი განახლებული პროგნოზით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა კვლავ საქართველოს ექნება და ეს არის 6%-ი, რაც საქართველოსთან შესადარ ქვეყნებში არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.
მსოფლიო ბანკთან ყველაზე უფრო მაღალი შემფასებელი არის საერთაშორისო სავალუტო ფონდი.სსფ ასევე საუბრობს, რომ 2025 წელს საქართველოს ექნება 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, ანუ კვლავ მაღალი ყველა შესადარ ქვეყნებთან დაკავშირებით, ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანასთან მიმართებაში.
ყოველთვის საერთაშორისო საფინანსო ინტიმურები წლის დასაწყისში კონსერვატიულად აფასებენ ხოლმე ეკონომიკურ ზრდას და შემდგომ ცვლიან, მაგრამ მიუხედავად ამ კონსერვატიული შეფასებისა ორი მთავარი საფინანსო ინსტიტუტისგან: მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2025 წელს ეკონომიკა გაიზრდება 6%-ით. ასევე იყო შეფასებები 2024 წლის დასაწყისში და შემდგომ მოუწიათ გადახედვები ზრდის მიმართულებით. მინიმუმ ეს იქნება საქართველოს ეკონომიკური ზრდა. საქართველოში არსებობენ ე.წ. ანალიტიკოსები, ყოფილი საჯარო მოხელეები, რომლებიც გამოირჩეოდნენ ბიზნესზე ზეწოლით ან პოლიტიკოსებთან დაახლოებული ასე ვთქვათ ბიზნესმენები, რომლებიც საუბრობენ, რომ თურმე საქართველოში 2025 წელი იქნება კოშმარული, კატასტროფული. ახლა თქვენთვის მიმინდვია პატივცემულო მაყურებელო, რას ამბობს სსფ და მსოფლიო ბანკი და რას ამბობენ ეს წარუმატებელი ადამიანები, ვის უნდა დაუჯეროთ თუ როგორი იქნება საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდა“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
უახლესი
27 წუთის წინ
SOLO-ს 3 მარტის შეთავაზებები მომხმარებლებს