მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

საირიგაციო მიზნებისთვის წყლის მოხმარება მხოლოდ წინასწარ შეთანხმებული პერიოდითა და მოცულობით არის დასაშვები

news image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი, ვანო მეჭურჭლიშვილი ირიგაციის მიზნებისთვის წყალსარგებლობის განრიგების მნიშვნელობას განმარტავს.  მისი თქმით, საირიგაციო წყლის მოხმარების ორგანიზებული და რეგულირებული მართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიაფერმერებისთვის. ახალი რეგულაციებით, წყლის მოხმარება მხოლოდ წინასწარ შეთანხმებული პერიოდითა დამოცულობით არის დასაშვები.

„სემეკის მიერ 2024 წელს ამოქმედებული რეგულაციით, საირიგაციო წყლის მოხმარება დასაშვებია მხოლოდწინასწარ შეთანხმებულ პერიოდში და შეთანხმებული მოცულობით. წყალსარგებლობის შეთანხმების გაფორმებაინდივიდუალურად იწყება პირველი თებერვლიდან.  წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება დაწყალმომარაგებაში არსებული წყლის ათვისება ხდება შემდეგი პრიორიტეტის გათვალისწინებით: წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმებისას პირველი მარტის ჩათვლით უპირატესობით სარგებლობენწყალმომხმარებელთა ორგანიზაციები (რომლებიც ახლა იქმნება), ხოლო პირველი მარტიდან პირველ აპრილამდეპერიოდში უპირატესობით სარგებლობენ პროფილური მომხმარებლები (ის მომხმარებლები, რომლებიც წყალსიყენებენ საირიგაციო მიზნით, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო, საყოფაცხოვრებო მომხმარებლები და ფერმერები) არაპროფილურ მომხმარებლებთან მიმართებით. პირველი აპრილიდან, კი ყველა მომხმარებელი თანაბარიუფლებებით სარგებლობს წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმებისას, კერძოდ საირიგაციო სისტემაში არსებული წყლის ათვისებამდე ვინც პირველად მოითხოვს შესაბამის პერიოდზე წყალს მასთან შეთანხმდება წყალსარგებლობის განრიგი.

აღსანიშნავია, რომ წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმებაში, მორწყვის ოპერაციაზე შეთანხმება დამოკიდებულია მიწოდების რეჟიმით განსაზღვრულ წყალმომარაგების პერიოდებზე. წესების შესაბამისად, მიწოდების რეჟიმი მტკიცდება ყოველ წლიურად, პირველ თებერვლამდე“, - აღნიშნავს ვანო მეჭურჭლიშვილი.

მისივე თქმით, თუ ფერმერი არ გააფორმებს წყალსარგებლობის განრიგს და მელიორაციის კომპანიასთან შეუთანხმებლად თვითნებურად მოიხმარს საირიგაციო წყალს, ეს ჩაითვლება უკანონო მოხმარებად, რაც ისჯებასაქართველოს კანონმდებლობით. უკანონო მოხმარების შემთხვევაში, ფერმერს დაეკისრება შესაბამისი ჯარიმა დადამატებით დაერიცხება უკანონოდ მოხმარებული წყლის საფასური. ამგვარი ფინანსური სანქციების თავიდანასაცილებლად, აუცილებელია, რომ ფერმერებმა მელიორაციის კომპანიასთან წინასწარ გააფორმონ წყალსარგებლობის განრიგი და დაიცვან ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წყალმომარაგების ვადები დაპირობები. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ პროფილური მომხმარებელი წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმებისას 1-ელი მარტიდან - 1-ელ აპრილამდე უპირატესობით სარგებლობს არაპროფილურ მომხმარებელთან მიმართებით, სასურველია ფერმერმა წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმებაზე მელიორაციის კომპანიას მიმართოს ამ ვადის გასვლამდე.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა