დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია პროფსასწავლებლების სტატისტიკა ქვეყანაში და რა პროფესიებს ანიჭებენ უპირატესობას

როგორია პროფსასწავლებლების სტატისტიკა ქვეყანაში და რა პროფესიებს ანიჭებენ უპირატესობას

30-08-2023 12:00:38

2022 წლის მდგომარეობით ქვეყანაში პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამების განმახორციელებელი 94 დაწესებულება ფუნქციონირებდა, საიდანაც 52 არის კერძო, ხოლო 42 საჯარო.

აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე (2019 წელი) მათი რაოდენობა 105 სასწავლებელს შეადგენდა. საგულისხმოა, რომ ბოლო წლების სტატისტიკით პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების რაოდენობამ პიკს 2014 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანაში 140 პროფსასწავლებელი ფუნქციონირებდა. თუმცა 2014 წლის შემდეგ მათი რაოდენობა შემცირდა. 

რაც შეეხება პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების რაოდენობას, 2022 წლის სტატისტიკით, ჩარიცხული სტუდენტების რიცხოვნობამ 14 103 სტუდენტი შეადგინა, ხოლო კურსდამთავრებულთა რაოდენობამ კი  7 605.

ირკვევა, რომ 2022 წელს პროფესიულ სასწავლებლებში სწავლისთვის სტუდენტების უმრავლესობამ  ინჟინერია, წარმოება, მშენებლობა აირჩიო, ხოლო მეორე ადგილზეა მომსახურებების სფერო.

რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების რიცხოვნობით თბილისი პირველია (36.7%), რომელსაც მოსდევს აჭარა (19.9%), იმერეთი (10.0%), სამეგრელო-ზემო სვანეთი (9.4%), კახეთი (6.1%) და ქვემო ქართლი (6.0%).

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები