„პეტრა სი რეზორტი“ მრავალფუნქციური საცხოვრებელი და საინვესტიციო კომპლექსია, რომელიც ბათუმიდან 15 კილომეტრში, შავი ზღვის ერთ-ერთ გამორჩეულ კურორტზე - ციხისძირში შენდება.
კომპლექსი სანაპიროს პირველ ზოლში მდებარეობს. ერთიანი თანამედროვე არქიტექტურული კონცეფცია, გამორჩეული ადგილმდებარეობა, შავი ზღვის ხედები, ხარისხი და კომფორტი - ეს არის ის, რასაც უნიკალური კონცეფციის „პეტრა სი რეზორტი“ გთავაზობთ.
რეგიონული მნიშვნელობის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 236 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. „პეტრა სი რეზორტი“ მრავალი მიმართულებით არის გამორჩეული, პროექტის კონცეფციის შექმნისას ყველა ის დეტალია გათვალისწინებული, რაც ერთის მხრივ თანამედროვე ცხოვრების წესზე სრულად მორგებულ ინოვაციურ საცხოვრებელ სივრცეს ქმნის, მეორეს მხრივ კი ორიენტირებულია ბუნებრივი გარემოს იერსახისა, თუ კლიმატის დაცვასა და ეკოლოგიაზე.
კომპანია „პეტრა სი რეზორტი“ 2022 წელს ბიზნესმენებმა, მირიან ქათამაძემ და გიორგი სვანიძემ დააარსეს. მათ არაერთი დეველოპერული პროექტი აქვთ განხორციელებული, როგორც საქართველოს სხვადასხვა საკურორტო რეგიონში, ასევე დედაქალაქში და დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ქვეყნის ეკონომიკური თუ ტურისტული მაჩვენებლის ზრდასა და განვითარებაში.
„პეტრა სი რეზორტი“-ს გენერალური გეგმა არქიტექტურულმა კომპანია „ბარნაბიშვილი, გურგენიძე არქიტექტორებმა“ შეიმუშავა.
რეზორტზე გათვალისწინებულია მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა: ბრენდული სასტუმროები და რეზიდენციები, ღია და დახურული აუზები, სპა და ფიტნეს ცენტრები, რესტორნები, ხელოვნური ტბა, საპარკინგე ზონები, სამუშაო სივრცეები და საკუთარი კეთილმოწყობილი სანაპირო. რეზორტის მართვას განახორციელებს რეზორტებისა და სატუმროების მართვის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო კომპანია.
კომპლექსი სრულად 42 შენობას მოიცავს. შავი ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში განთავსებული შენობების მართვაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს სამ საერთაშორისო სასტუმრო ქსელის ოპერატორთან. „თვინ თაუერში’“150 ნომრიანი ,,Pullman”-ის ბრენდული სასტუმრო და 450 ამავე ბრენდის რეზიდენციები მოეწყობა.
რეზორტის ცენტრალურ შენობაში 150 ნომრიანი 5 ვარსკვლავიანი ბრენდული სასტუმრო განთავსდება, რომლის არქიტექტურულ კონცეფციაზე არქიტექტორი დავით ქოიავა მუშაობს.
პროექტის გამორჩეული არქიტექტურის მქონე და ყველაზე მაღალ 54 სართულიან შენობას, კი 1000 ბრენდული რეზიდენცია დაიკავებს. არსებული შენობის არქიტექტურულ კონცეფციაზე კომპანია „ჰაუსარტმა“ და არქიტექტორმა დავით გიგიჩაიშვილმა იმუშავეს.
პროექტის გამორჩეულობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ რეზორტის მხოლოდ 30 %-ზე განთავსდება შენობები, ხოლო კომპლექსის მთლიანი ფართის 70%-ს ინსფრასტრუქტურა და რეკრეაციული ზონები დაიკავებს.
„პეტრა სი რეზორტი“-ს ,,ტრიპლეტ თაუერი“, რომელიც სასტუმროს ტიპის საინვესტიციო აპარტამენტებს მოიცავს, წარმოადგენს კომპლექსის განვითარების პირველ ფაზას. “ტრიპლეთ თაუერი“ A, B და C ბლოკებისგან შედგება.
სამშენებლო სამუშაოების პირველ ეტაპზე იწყება A ბლოკის მშენებლობა, რომლის დასრულების თარიღი 2025 წლის მე-4 კვარტალია. „ტრიპლეტ თაუერი“- ის შენობები 29 სართულისგან შედგება და თითოეული მათგანი მოიცავს 927 აპარტამენტს, რომელიც იდეალურია როგორც საცხოვრებალად, ასევე საინვესტიციოდ.
საინვესტიციო უკუგება A, B, C ბლოკებში შეძენილი ბინებისათვის წლიურ 12%-ს შეადგენს. შენობების პროექტირება ენერგოეფექტურობის სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს, რაც გულისხმიბს იმას რომ, რეზორტის ყველა შენობა დაპროექტებული და აშენებული იქნება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, რაც მის მობინადრეებს მისცემს საშუალებას, რომ შეამცირონ მოხმარებული ენერგო რესურსები 30-40%-ით.
„ტრიპლეტ თაუერი“-ს სამივე ბლოკში განთავსებულია თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რათა ბინათმფლობელებსა და მათ სტუმრებს შეექმნათ სრული კომფორტი. ღია აუზები, კაფე/ბარები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, სამუშაო სივრცე, სავარჯიშო დარბაზი, საუნები, ღია და დახურული პარკინგი. შენობების ერთ-ერთ ყველაზე თვალშისაცემ და გამორჩეულ ელემენტს კი მისი გამწვანებული ფასადი წარმოადგენს.
„ტრიპლეტ თაუერი“-ს A ბლოკში სხვადასხვა ტიპისა და ზომის საცხოვრებელი აპარტამენტების შეძენაა შესაძლებელი: ყველაზე მცირე 30 მ2 სტუდიოს ტიპის ბინაა. ასევე, შესაძლებელია 1- საძინებლიანი აპარტამენტების შეძენა, სადაც საერთო ფართის დაახლოებით 15-20%-ზე ვერანდებია განთავსებული ზღვის ხედით, რაც კიდევ უფრო მომხიბლველს ხდის აღნიშნულ პროექტს.
უახლესი