დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია მობილური ოპერატორების მიხედვით აბონენტების გადანაწილება

როგორია მობილური ოპერატორების მიხედვით აბონენტების გადანაწილება

19-03-2024 17:00:00

2024 წლის იანვრის მონაცემებით ქვეყანაში მობილური აბონენტების რაოდენობამ 5,45 მილიონი აბონენტი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებლებს 1,6%-ით აჭარბებს.

როგორც comcom-ის მობილური მომსახურების ბაზრის ანგარიშშია აღნიშნული, იანვარში კომპანიებმა მობილური აბონენტებისთვის გაწეული მომსახურების შედეგად 67,5 მლნ ლარი შემოსავალი მიიღეს, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 62 მლნ ლარი, შესაბამისად ზრდა 8,7%-ია.

თუ კი არსებულ სტატისტიკას ბაზრის ლიდერი კომპანიების დონეზე ჩაშლით ირკვევა, რომ იანვრის მონაცემებით მაგთიკომის აბონენტების რაოდენობამ 2,27 მლნ აბონენტი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი კომპანიის აბონენტების რაოდენობა 2,24 მლნ-ს შეადგენს, ზრდა 1,6%-ა.

სილქნეტის მობილური აბონენტების რაოდენობამ იანვარში 1,85 მლნ აბონენტი შეადგინა, ზრდა გასულ წელთან 3,5%-ია. 2023 წლის იანვარში კომპანიის მობილური აბონენტების რაოდენობა 1,79 მლნ-ს შეადგენდა. 

მობილურ აბონენტებიდან მიღებული შემოსავლები იანვარში  მაგთიკომის მაგალითზე 4,4%-ით გაიზარდა, ხოლო სილქნეტის მაგალითზე 11,5%-ით. 

ირკვევა, რომ 2024 წლის იანვრის მონაცემებით, ბაზრის წილი აბონენტების რაოდენობის მიხედვით ასეა გადანაწილებული: მაგთიკომი: 41.7%, სილქნეტი: 34.0%, სელფი მობაილ: 24.0%, ეკლეკტიკ: 0.34%.

ბაზრის წილი შემოსავლების მიხედვით: მაგთიკომი: 47.9%, სილქნეტი: 35.4%, სელფი მობაილ: 16.5%, ეკლეკტიკ: 0.2%.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები