2024 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 27%-ით ნაკლები ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, ვიდრე ამას 2023 წლის ანალოგიური პერიოდის სტატისტიკა აჩვენებს. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ქვეყანაში 438,443.00 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი დაფიქსირდა, 2023 წლის იანვარ-მარტში კი 600,331.00 ათასი კვტ.სთ.
რაც შეეხება იმპორტირებული ელექტროენერგიის საერთო ღირებულებას, აქ 144%-იანი ზრდაა. 2024 წლის პირველ კვარტალში იმპორტირებული ელექტროენერგიის საერთო ღირებულება 1,856.82 ათასი დოლარია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 762.35 ათასი დოლარი.
რაც შეეხება იმპორტს, ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან განხორციელდა. პირველ კვარტალში აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის საერთო ღირებულება 1,386.98 ათასი დოლარია, ხოლო რუსეთიდან - 469.85 ათასი დოლარი.
საგულისხმოა, რომ ქვეყანას ელექტროენერგიის იმპორტის საჭიროება იანვარშიც, თებერვალშიც და მარტშიც ჰქონდა. თუმცა მარტში შედარებით ნაკლები ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა.
საგულისხმოა, რომ 2021 წლის შემდეგ, რომელიც ელექტროენერგიის იმპორტის კუთხით რეკორდული წელი იყო, ქვეყანაში ელექტროენერგიის იმპორტის კუთხით შემცირებაა.
უახლესი