დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია ბიუმარტის გაფართოების გეგმა და კონცეფცია

როგორია ბიუმარტის გაფართოების გეგმა და კონცეფცია

31-07-2024 19:00:00

მომავალი წლიდან ბიუმარტი • Biumart რეგიონებშიც გამოჩნდება. როგორც Business Insider Georgia-სთან ბიუმარტის მმართველმა პარტნიორმა ქეთი ვაშაკიძემ განაცხადა, კომპანია აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ არსებული მოდელი დახვეწოს, ქსელიც გააფართოოს და ის ასორტიმენტიც, რომელიც დღეს ბიუმარტის ქსელში იყიდება. 

„ჩვენი ქსელი არის ძირითადად ბიუ ბიუს ქათმის ხორცპროდუქტების სარეალიზაციოდ, თუმცა ვგეგმავთ, რომ მომხმარებლებს უფრო ფართო ასორტიმენტი შევთავაზოთ. ამაზე აქტიურად ვმუშაობთ და ჩვენი მომხმარებლები ამას გაიგებენ ეტაპობრივად.

ამ დროისათვის გვაქვს 10 ობიექტი და არსებული კონცეფციის მაქსიმალურად დატვირთვას ვახდენთ და ამის შემდეგ მოვახდენთ მაღაზიების დამატებას, როგორც თბილისში ისე რეგიონებში“ - აცხადებს ბიუმარტის მმართველი პარტნიორი.

ქეთი ვაშაკიძის თქმით, ბიუმარტი სამომავლოდ ქსელურ მარკეტად არ გადაკეთდება, არამედ ის იქნება მაღაზიათა ქსელი, სადაც მხოლოდ ხარისხიანი და ადგილობრივი წარმოების ხორცპროდუქტები გაიყიდება. 

„ჩვენ ჩვენი ქსელის მარკეტად გადაკეთებას არ ვაპირებთ. ბიუმარტი ეს იქნება ქსელი, სადაც მოხდება ახალი, ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის მიწოდება. ადამიანს ეცოდინება, რომ ეს პროდუქცია არის ადგილობრივი და რაც მთავარია უმაღლესი ხარისხის. ჩვენი აქცენტი იქნება მხოლოდ ხარისხიან პროდუქციაზე“, - ამბობს ქეთი ვაშაკიძე.

ბიუმარტი არის ქათმის ხორცპროდუქტების პირველი ქსელი საქართველოში, რომელსაც საკუთარი წარმოების ნედლეულის ბაზა გააჩნია. შესაბამისად, კომპანია უზრუნველყოფს პროდუქციის მაღალ ხარისხს, ფერმიდან სუფრამდე. 

ბიუმარტში აბსოლუტურად ყველა ხორცპროდუქტი ნედლი ქათმის ხორცისგან არის დამზადებული.

საწარმო, სადაც ხორცპროდუქტები მზადდება ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და სრულ შესაბამისობაშია მაღალი დონის სტანდარტებთან. დეტალებისადმი ზედმიწევნითი ორიენტირება უზრუნველყოფ, რომ საწარმოს მიერ წარმოებული ხორცპროდუქტები აკმაყოფილებდეს და აღემატებოდეს ინდუსტრიის სტანდარტებსა და კრიტერიუმებს.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები