საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისა და გრანტების 2004 წლის 12 თვის საპროგნოზო მოცულობა (ცენტრალური ბიუჯეტის საბიუჯეტო ორგანიზაციების სოციალური გადასახადების გარეშე) განისაზღვრა 1 742 289.00ათასი ლარით. ფაქტიურად მიღებულ იქნა 1 772 967.0 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო პარამეტრის 102% შეადგენს. მათ შორის, ცენტრალური ბიუჯეტის ნაწილში საბიუჯეტო შემოსავლებისა და გრანტების საპროგნოზო პარამეტრი განისაზღვრა 1 328 989.0 ათასი ლარით; ფაქტიურად მიღებული იქნა 1 335 934.0 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 101%. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო ხაზინის ვებგვერდზეა გამოგვექნებული.
ბიუჯეტის შემოსულობებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესაბამისად, სახელმწიფო ფინანსების მართვის გაუმჯობესების, ბიუჯეტში შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორებათა მოწესრიგების და საქართველოს მთავრობის მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით 2004 წლის 13 მარტს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება #3 ,,სახელმწიფო ხაზინის მიერ სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორებათა განხორციელებისა და ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ’’ და დაამტკიცა შესაბამისი პროცედურების განხორციელების სპეციალური ინსტრუქცია.
ამ დადგენილების თანახმად, სახაზინო სამსახური 2004 წლის 5 აპრილიდან ახორციელებს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებას და ანგარიშსწორებას, რამაც ხელი შეუწყო ბიუჯეტის შემოსულობების სრულყოფილად აღრიცხვას შესაბამის ბიუჯეტებში და მობილიზებულ შემოსავლებზე ახალი კლასიფიკაციის მიხედვით უფრო დეტალური ინფორმაციის მიღებას. 2004 წლის 12 თვეში ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო პარამეტრებიდან საგადასახადო შემოსავლების მოცულობა განისაზღვრა 890 780.0 ათასი ლარით. აქედან, ფატიურად მობილიზებული იქნა 901 483.0 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო პარამეტრის 101%. მათ შორის: საშემოსავლო გადასახადიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელმა შეადგინა 16 380.0 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურად მიღებულია 16 387.0 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 100%;
მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელმა შეადგინა 11 310.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებული იქნა 11 311.0 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 100%; დამატებული ღირებულების გადასახადიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელმა შეადგინა 589 600.0 ათასი ლარი, ხოლო მიღებული იქნა 598 677.0 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 102%. მათ შორის:
- საგადასახადო დეპარტამენტიდან დღგ-ს საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 257 100.0 ათასი ლარით, მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 258 989.0 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 101%;
- საბაჟო დეპარტამენტიდან დღგ-ს საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 332 500.0 ათასი ლარით, ფაქტიურად მიღებული იქნა 339 689.0 ათასი ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებლის 102%.
აქციზის სახით 12 თვის საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრული იქნა 164 530.0 ათასი ლარით, ფაქტიურად მიღებული იქნა 161 914.0 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 98%. მათ შორის:
- საგადასახადო დეპარტამენტის ხაზით აქციზის სახით მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელმა შეადგინა 62 800.0 ათასი ლარი, მიღებული იქნა 62 001.0 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 99%;
- საბაჟო დეპარტამენტის ხაზით აქციზიდან შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლები განისაზღვრა 101 730.0 ათასი ლარით, ფაქტიურად მიღებული იქნა 99 913.0 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 98%. აქედან:
საავტომობილო ბენზინის აქციზიდან ცენტრალურ ბუჯეტში მიღებული იქნა 40 995.0 ათასი ლარი (გეგმა _ 40 830.0 ათასი ლარი), სხვა ნავთობპროდუქტებიდან _ 14 218.0 ათასი ლარი (გეგმა _ 13 800.0 ათასი ლარი), თამბაქოს ნაწარმიდან _ 38 542.0 ათასი ლარი (გეგმა _ 40 300.0 ათასი ლარი), სხვა აქციზური პროდუქციიდან _ 6 158.0 ათასი ლარი (გეგმა _ 6 800.0 ათასი ლარი).
საბაჟო გადასახადიდან ცენტრალურ ბიუჯეტში მისაღები შემოსავლების 12 თვის საპროგნოზო მაჩვენებელმა შეადგინა 107 920.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებულია 111 345.0 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 103%;
ფიქსირებული გადასახადიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 472.0 ათასი ლარი, რაც გეგმიური მაჩვენებლის (390.0 ათასი ლარი) 121%-ია; მცირე ბიზნესის გადასახადიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 709.0 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის (650.0 ათასი ლარი) 109%; სხვა გადასახადებიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 669.0 ათასი ლარი.
მთლიანობაში, 2004 წლის იანვარ-დეკემბერში ცენტრალურ ბიუჯეტში მობილიზებული საგადასახადო შემოსავლების კუთხით საბაჟო დეპარტამენტის 12 თვის საპროგნოზო მაჩვენებლით განსაზღვრული იქნა 542 150.0 ათასი ლარის მიღება, საიდანაც მობილიზებული იქნა 550 947.0 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 102%, ხოლო საგადასახადო დეპარტამენტის მიერ 12 თვის საპროგნოზო მაჩვენებლით განსაზღვრული 348 630.0 ათასი ლარიდან, ფაქტობრივად მობილიზებული იქნა 350 537.0 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 101%.
რაც შეეხება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში მიღებულ არასაგადასახადო შემოსავლებს, საანგარიშო პერიოდში გეგმა განისაზღვრა 235 540.0 ათასი ლარით, ფაქტიურად მიღებულია 243 503.0 ათასი ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებლის 103%. მათ შორის:
- მოსაკრებლებიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრული იყო 44 000.0 ათასი ლარით, ხოლო მობილიზებულია 45 421.0 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 103%-ია;
- სახელმწიფო ქონების იჯარიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 1 394.0 ათასი ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებლის (1 330.0 ათასი ლარი) 105%;
- მომსახურების გაწევიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 5 709.0 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (5 200.0 ათასი ლარი) 110%-ია;
- არაძირითადი (თანამდევი) გაყიდვიდან მისაღები შემოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 12 680.0 ათასი ლარით, ხოლო მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 15.0 ათასი ლარი;
- სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების დივიდენდებიდან მიღებული იქნა 14 608.0 ათასი ლარი, რაც 12 თვის საპროგნოზო პარამეტრის (14 470.0 ათასი ლარი) 101%-ია;
- ეროვნული ბანკის მოგებიდან მიღებული იქნა 12 000.0 ათასი ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებლის (12 000.0 ათასი ლარი) 100%;
- სახელმწიფო სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლიდან და გაცემული სესხის დაფარვის ვადების დარღვევისათვის გადახდილი საურავებიდან ნაცვლად 12 თვის გეგმით განსაზღვრული 5 768.0 ათასი ლარისა, მიღებულია 2 503.0 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 43%;
- ჯარიმებითა და სანქციებით მიღებული იქნა 8 092.0 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (8 300.0 ათასი ლარი) 97%-ია;
- გაცემული კრედიტების დაბრუნებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 29 200.0 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო პარამეტრის (21 080.0 ათასი ლარი) 139%;
- სხვა არასაგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 124 562.0 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის (110 712.0 ათასი ლარი) 113%.
კაპიტალური შემოსავლების 12 თვის საპროგნოზო პარამეტრმა შეადგინა 81 400.0 ათასი ლარი, საიდანაც ფაქტიურად მიღებულ იქნა 67 008.0 ათასი ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებლის 82%.
ბიუჯეტში გრანტების სახით 2004 წლის იანვარ-დეკემბერში ფაქტობრივად მიღებულ იქნა 123 940.0 ათასი ლარი, რაც გეგმიური მაჩვენებლის (121 269.0 ათასი ლარი) 102%-ია;
რაც შეეხება საანგარიშო პერიოდში სპეციალური სახელმწიფო ფონდების შემოსავლებს, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის შემოსავლებმა (ცენტრალური ბიუჯეტის საბიუჯეტო ორგანიზაციების სოციალური გადასახადების გარეშე), შეადგინა 362 158.0 ათასი ლარი (აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1 იანვრიდან _ 5 აპრილამდე მობილიზებული შემოსავლების
გარეშე), ანუ 12 თვის გეგმიური მაჩვენებლის (348 150.0 ათასი ლარი) 104%. სახელმწიფო საგზაო ფონდში მობილიზებულმა სახსრებმა (აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1 იანვრიდან _ 5 აპრილამდე მობილიზებული შემოსავლების გარეშე _ 1 563.0 ათასი ლარი) შეადგინა 74 875.0 ათასი ლარი, ანუ 12 თვის საპროგნოზო მაჩვენებლის (65 150.0 ათასი ლარი) 115%.
უახლესი