დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორი სავაჭრო ურთიერთობები აქვს საუდის არაბეთს და საქართველოს

როგორი სავაჭრო ურთიერთობები აქვს საუდის არაბეთს და საქართველოს

15-02-2024 10:00:00

საუდის არაბეთში ექსპორტი 13%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი 64%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველომ საუდის არაბეთში 23,354.61 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2022 წელს კი 20,748.03 ათასი დოლარის, შესაბამისად ზრდა 12,6%-ია. ბოლო 15 წლის სტატისტიკით საუდის არაბეთში ექსპორტმა მაქსიმუმს 2021 წელს მიაღწია, როდესაც საქართველოში 28,737.27 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წელს საუდის არაბეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქცია ცხვრები და თხები იყო, რომელმაც აქ ქვეყანაში ექსპორტის 68%-ი შეადგინა. 

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო საუდის არაბეთში ყიდის:

  • ცხვრები და თხები ცოცხალი - 15,972.76 ათასი დოლარი,
  • თხილი და სხვა კაკალი - 2,258.90 ათასი დოლარი,
  •  ხორცი ცხვრის ან თხის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 1,515.05 ათასი დოლარი,
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 811.22 ათასი დოლარი,
  •  ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - 612.77 ათასი დოლარი.

რაც შეეხება იმპორტს, 2023 წელს საუდის არაბეთიდან საქართველოში 10,561.45 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა, 2022 წელს კი 6,458.70 დოლარის. შესაბამისად ზრდა 63.5%-ის დონეზეა. საგულისხმოა ისიც, რომ საუდის არაბეთიდან იმპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს სწორედ 2023 წელს მიაღწია. საუდის არაბეთიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი  პოლიმერებია.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო საუდის არაბეთიდან ყიდულობს:

  •  პოლიმერები პროპილენისა ან სხვა ოლეფინებისა, პირველადი ფორმებით - 7,397.00 ათასი დოლარი,
  •  პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით - 2,595.58 ათასი დოლარი,
  • მსუბუქი ავტომობილები - 344.51 ათასი დოლარი,
  • სინთეზური კაუჩუკი - 101.84 ათასი დოლარი,
  • ტუმბოები სითხის ხარჯსაზომით ან მის გარეშე; საწეველები სითხის - 41.08 ათასი დოლარი. 
  •  

საგულისხმოა, რომ საუდის არაბეთის სამეფოს კომპეტენტური უწყებების გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველომ გადაინაცვლა “ა” ქვეყნების კატეგორიაში, რაც აძლევს საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას, ისარგებლონ გამარტივებული სავიზო რეჟიმით. კერძოდ, საუდის არაბეთის სამეფოს ტერიტორიაზე მოკლევადიანი მიზნით შესვლისა და მოგზაურობის მიზნით საქართველოს მოქალაქეს მოეთხოვება ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსება პორტალზე: https://visa.mofa.gov.sa/. განმცხადებელი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღებს ვიზას, რომელიც მოქმედი იქნება 90 დღე 1 წლის განმავლობაში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ელექტრონულ პლატფორმაზე https://www.visitsaudi.com

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთიდან საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიები Flynas-ი და Flyadeal Airways-ი ოპერირებენ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები