დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორი იქნება საქართველოში 2023 წელს კაკლის მოსავალი - ასოციაციის პროგნოზები

როგორი იქნება საქართველოში 2023 წელს კაკლის მოსავალი - ასოციაციის პროგნოზები

23-05-2023 14:00:23

2023 წლის კაკლის სავარაუდო მოსავალი დაახლოებით 8600 ტონას შეადგენს. აქედან 3000 ტონას მარტო კაკლის ახალი ბაღებიდან  ელოდებიან. ასეთია შედეგი, რომელსაც ნუშის და კაკლის მწარმოებელთ ასოციაციის გამოკითხვამ აჩვენებს.

რაც შეეხება მოსავლიანობას, როგორც ნუშის და კაკლის მწარმოებელთ ასოციაციაში  Business Insider Georgia-თან განმარტავენ, რომ არსებული მონაცემებით, საქართველოში კომერციული კაკლის ბაღები 4 000 ჰექტარზეა გაშენებული.

ჩანდლერის ჯიშის კაკლის ბაღები ძირითადად ბოლო 7-8 წელიწადში გაშენდა.

„სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში მოვიდა 7,600 ტონა გაუტეხავი კაკალი, საიდანაც 2000 ტონამდე კაკალი კომეrციული ბაღებიდან მიღებული მოსავალია. დანარჩენი 5600 ტონა წარმოადგენს ტრადიციულად შეგროვებულ კაკალს და ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე მერყეობდა.

შესაბამისად, მომდევნო წლებში მოსავლის ზრდის მაჩვენებლები განპირობებული იქნება კომერციული ბაღებიდან მიღებული მოსავლის რაოდენობით, რადგან მსხმოიარობა და ბაღების გაშენების მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება. ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია რეგულარულად ატარებს ასოციაციის წევრი ფერმერების გამოკითხვას. ბოლო გამოკითხვის შედეგებით, 2022 წელს კომერციული ბაღებიდან მიღებული გაუტეხავი ჩანდლერის კაკლის მოსავალი დაახლოებით 2 000 ტონას შეადგენს“, - აცხადებენ ასოციაციაში.

კაკლის ექსპორტთან დაკავშირებით ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ 2022 წელს უკვე ფიქსირდება მცირე, თუმცა საიმედო ექსპორტის მაჩვენებელი. აქ იგულისხმება საიმედო ბაზრები, როგორებიცაა ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის (გალფი) ქვეყნები.

„ჩვენი ფერმერები დადიან მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენებზე როგორც ევროპის ქვეყნებში, ასევე გალფის ქვეყნებში, სადაც ხდება ქართული კაკლის და ნუშის წარდგენა და როგორც ხარისხიანი პროდუქციის პოზიციონირება. ასეთი მასშტაბის გამოფენებზე მონაწილეობა ემსახურება ქართული პროდუქციის ცნობადობას და ხილვადობას, ახალი კონტაქტების დამყარებას, ამის შესაძლებლობას ფერმერებს აძლევს როგორც სახელმწიფო პროგრამები, ასევე ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა“, - აცხადებს ასოციაციის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ ევროპულ ბაზრებზე  გაუტეხავი კაკლის საბითუმო ფასი  2 - დან 3 ევრომდე მერყეობს.  

2022 წელს ქართველმა  ფერმერებმა, რიგ შემთხვევებში, ადგილობრივი ბაზრიდან გაცილებით მეტი შემოსავალი მიიღეს, ვიდრე ექსპორტის შემთხვევაში მიიღებდნენ.

კერძოდ, 8-9 ლარი კგ გაუტეხავ კაკალზე, ხოლო ნუშის გულის ფასი 4 ევროს ფარგლებშია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები