ზაფხულში მაღალ ტემპერატურაზე აუზები საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტი ხდება. კარკასული აუზების ფასი გასაბერ აუზებთან შედარებით მაღალია და ამიტომ მომხმარებელთა უმეტესობა, ვისაც სათანადო არც ფართი აქვს და არც საშუალება უპირატესობას გასაბერ აუზებს ანიჭებს.
„გორგიას“ მაღაზიათა ქსელში გასაბერი აუზების ფასი 26,90 ლარიდან იწყება, ამ შემთხვევაში საუბარია საბავშვო აუზებზე.
ყველაზე ძვირი გასაბერი აუზი „გორგიას“ ქსელში კი 415 ლარი (გასაბერი აუზი 3.66mx76cm Fast Set) ღირს.
კარკასული აუზის ფასები კი 139 ლარიდან იწყება და 2 309 ლარს (კარკასული აუზი 4.27mx1.07m Pool Set) აღწევს.
დღეისათვის „გორგიაში“ წარმოდგენილი როგორც გასაბერი, ისე კარკასული აუზები Bestway-ს ბრენდისაა.
რა უნდა გავითვალისწინოთ აუზის შერჩევის დროს:
· პირველ რიგში მნიშვნელოვანია სწორად განვსაზღვროთ აუზისთვის სივრცე, რადგან აუზის ზომები ამის მიხედვით სწორად შევარჩიოთ;
· აუზის შერჩევის დროს აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ სიღრმეს, რადგან ბავშვებისთვის შესაფერისი სიღრმის აუზი შეირჩეს;
· ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ იმ ტერიტორიაზე სადაც დაიდგმება აუზი არ უნდა იყოს წყლის პრობლემა, რადგან შეძლონ აუზის სრულად ავსება;
· პრევენციისთვის კარგი იქნება სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება დაბინძურებამდე, რადგან თავიდან ავირიდოთ მავნე ნივთიერებები;
· მნიშვნელოვანია აუზის გადახურვა;
· აუზის ქვემოთ უნდა დავაფინოთ რაიმე, რადგან აუზი პირდაპირ მიწაზე არ გავშალოთ;
· აუზში ყოფნის დროს არ უნდა გამოვიყენოთ ისეთი საგნები, რომლებიც ბასრია და დააზიანებს აუზს.
უფრო მეტი ინფორმაცია აუზებსა და წყლის აქსესუარებზე იხილეთ აქ:
უახლესი