დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ მოვიპოვოთ გრანტი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში?

როგორ მოვიპოვოთ გრანტი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში?

21-06-2023 06:10:48

სსიპაწარმოე საქართველოშიერთ-ერთი პირველი სახელწიფო უწყებაა საქართველოში, რომლისუმთავრეს მიზანს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოსსაინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა წარმოადგენს. თავისმხრივ სააგენტო აერთიანებსკომპონენტს: ბიზნესს, ექსპორტს და ინვესტიციებს.

აწარმოე საქართველოშიბიზნესის“ მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობისგანვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების/სასტუმროების შექმნისა და არსებულისაწარმოს/სასტუმროს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა.

აწარმოე საქართველოშიბიზნესიკი რამდენიმე მიმართულებას/პროგრამას აერთიანებს, მათშორისაა  მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა.

სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტოკონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია როგორც ახალი, ასევე არსებული ბიზნესის გაფართოვებაც. შესაბამისად მონაწილეობის იღება შეუძლია როგორც ახალ, ასევე პროგრამსი ფარგლებში ერთხელ უკვე დაფინანსებულ მეწარმე სუბიექტსაც (გარდა იმ მეწარმე სუბიექტებისა, რომლებიც ამავე პროგრამის ფარგლებში დაფინანსდნენ 2020 ან 2022 წლის რაუნდების ფარგლებში).

პროგრამის ფარგლებში 300-მდე ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებაა შესაძლებელი.

აწარმოე საქართველოშისახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის მიზანიამიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის, თანამედროვე სამეწარმეო კულტურისდამკვიდრებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, ბიზნესის წამოწყებისათვის ან/დაარსებულის გადაიარაღებისათვის აუცილებელი ფინანსური მხარდაჭერა და ტექნიკური დახმარება. პროგრამის ფარგლებში ფინანსური დახმარების გაწევის გზით, როგორც არსებულ, ასევე პოტენციურმეწარმეებს ეძლევათ შესაძლებლობა წამოიწყონ საკუთარი საქმე. კერძოდ:

  •  ფინანსური მხარდაჭერა ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი გრანტის გამოყოფას მაქსიმუმ 30 000 ლარის ოდენობით. პროექტის ფარგლებში მიღებული დაფინანსების არანაკლებ 90% უნდა იქნას გამოყენებული კაპიტალური დანახარჯების   ხოლო არაუმეტეს 10% -სა საბრუნავი საშუალებების შესაძენად.
  • ხოლო ტექნიკური დახმარება ითვალისწინებს ზოგადი მეწარმეობის საკითებისა და ბიზნეს გეგმის შედგენაში ტრენინგების ჩატარებას პოტენციური ბენეფიციარებისთვის, რომლებიც წარმატებით გაივლიან პროგრამის ბიზნეს იდეების ეტაპს“,

აცხადებს „აწარმოე საქარველოში მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანი უგულავა.

მისივე განმარტებით, პროგრამაში მონაწილეობა შედგება რამდენიმე ეტაპისგან:

ბიზნესიდეების კონკური  - იდეების კონკურსის ფარგლებში ბიზნეს იდეების/ განაცხადებისრეგისტრაცია ხორციელდება ონლაინ რეჟიმში.

განაცხადების (ბიზნეს იდეების) განხილვა/შეფასება - ბიზნეს იდეების განხილვა/შეფასებაგანახორციელებს კონტრაქტორი ორგანიზაცია სააგენტოს მიერ დადგენილი და წინასწარშემუშავებული მეთოდოლოგიითა და შეფასების კრიტერიუმებით.

პირველადი კანდიდატების დატრენინგება პროექტის (ბიზნეს გეგმა) შედგენაში - წარმატებულიბიზნეს განაცხადების ავტორებისთვის კონტრაქტორი ჩაატარებს ტრენინგებს ზოგად მეწარმეობასა(მათ შორის საგადასახადო საკითხები) და ბიზნეს გეგმის შედგენასთან დაკავშირებით.

ბიზნეს გეგმების კონკურსი - ბიზნეს გეგმების კონკურსის ფარგლებში პროექტების მიღებახორციელდება ონლაინ რეჟიმში.

წარმოდგენილი პროექტის (ბიზნეს გეგმები) შეფასებაბიზნეს გეგმების განხილვაგანხორციელდება კონტრაქტორის მიერ, სააგენტოს დადგენილი და წინასწარ შემუშავებულიმეთოდოლოგიითა და შეფასების კრიტერიუმებით, ასევე ბენეფიციართან გასაუბრების საფუძველზე. დამატებით, განხორციელდება ბიზნესის განხორციელების ადგილის მონიტორინგი.

ხელშეკრულების გაფორმება - ბიზნეს გეგმების შეფასების შედეგების შესაბამისადბენეფიციარებთან ხელშეკრულების გაფორმება.

თანამონაწილეობის თანხის დახარჯვა - სააგენტოსგან გრანტის მიღებამდე ბენეფიციარმა უნდაგახარჯოს საკუთარი თანამონაწილეობის თანხა.

გრანტის თანხის ჩარიცხვა - სააგენტოს მიერ, გრანტის თანხა ბენეფიციარის ანგარიშზე ჩაირიცხებამას შემდეგ, რაც განხორციელდება ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის თანხითპროგრამული აქტივობების შესრულება და შესყიდვის სრული დოკუმენტაციის წარმოდგენა.

შუალედური და საბოლოო მონიტორინგი - პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ბენეფიციარისმიერ სამუშაოებისა და შესყიდული აქტივების, ასევე შესაბამისი დოკუმენტაციის ადგილზეინსპექტირება/ შემოწმება.

დამატებითი  ტრენინგები - დამატებით ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფს კონტრაქტორი, ბენეფიციარების მოთხოვნის საფუძველზე სააგენტოსთან შეთანხმებით.

პროგრამის ახალმა ბენეფიციარმა გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნდა განახორციელოსსაკუთარი ფულადი თანამონაწილეობა მოთხოვნილი გრანტის ოდენობის 20%, ხოლო მაღალმთიანდასახლებებში 10%  ოდენობით.

პროგრამის არსებულმა ბენეფიციარმა  გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნდა განახორციელოსფულადი თანამონაწილეობა მოთხოვნილი გრანტის ოდენობის 50%, ხოლო მაღალმთიანდასახლებებში 25%

ფინანსდება ბიზნეს საქმიანობები რომელიც განსაზღვრულია ამავე პროგრამის დადგენილებაში, გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისპირველად წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურებებისა. - ამბობს აცხადებს „აწარმოე საქარველოში მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანი უგულავა.

აპლიკანტის მიერ განაცხადის (ბიზნეს იდეა) წარდგენის ეტაპზე არ მოითხოვება რაიმე სახისდოკუმენტაციის წარმოდგენა. განაცხადი ივსება და რეგისტრირდება ონლაინ, სააგენტოს ვებგვერდზე სპეციალურად შექმნილ პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით.

აპლიკანტის მიერ პროგრამით განსაზღვრული ეტაპების წარმატებით გავლის და გამარჯვებულადგამოცხადების შემთხვევაში, ხელშეკრულება ფორმდება სააგენტოს და მეწარმეს შორის

ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის მეწარმემ უნდა წარმოადგინოს:

) ბიზნესის განხორციელების ადგილის საკუთრების უფლების დამადასტურებელი ამონაწერისაჯარო რეესტრიდან ან ბიზნესის განხორციელების ადგილის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისშესაბამისად დროებით სარგებლობის ფორმებით მიღების დამადასტურებელი ხელშეკრულება.)გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად/ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისდამადასტურებელი დოკუმენტი;

)ცნობა/ამონაწერი   კომერციული   ბანკიდან   გადასახადის   გადამხდელი   ფიზიკური  პირის/ინდივიდუალური მეწარმის ანგარიშზე თანამონაწილეობის თანხის არსებობის შესახებ

) ამ პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც უნდა მოხდესგრანტის  თანხის ჩარიცხვა;

 ) ცნობა, ამ პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული კომერციული ბანკიდან, იმის თაობაზე,რომ მეწარმე სუბიექტს აღნიშნულ კომერციულ ბანკში არ გააჩნია ვადაგადაცილებული დავალიანება;

 ) ამონაწერი მოვალეთა რეესტრიდან.

 )იმ შემთხვევაში თუ საქმიანობა საჭიროებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამისისამსახურის/უწყების თანხმობას/ნებართვას, სავალდებულოა წარმოდგენილ იქნას ხელშეკრულებისგაფორმებამდე.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ბენფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის ადა გრანტის თანხის ხარჯვისა და მოთხოვნილი აქტივის/მომსახურების მიღების დამადასტურებლად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს:) პროდუქციის/მომსახურების მიწოდების დამადასტურებელიდოკუმენტები

  • სასაქონლო ზედნადები (RS.GE); 
  • საგადასახადო დოკუმენტი(RS.GE); 

ანგარიშფაქტურა (RS.GE);  ინვოისი; მიღებაჩაბარების აქტი) თანხის გადახდის დაზემოაღნიშნული დოკუმენტებით გაწეული ხარჯის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტები

  • სალაროს ქვითარი (იმავე ოდენობაზე); 
  • ბანკის გადარიცხვის ქვითარი (იმავე ოდენობაზე); 
  • კომერციული ბანკის სალარო (POS) ტერმინალის ქვითარი
  • ჩგდჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი (იმავე ოდენობაზე); 
  • სალაროს შემოსავლის ორდერი (მხოლოდ ანგარიშფაქტურის გამოწერის შემთხვევაში).(1)

პროგრამის შესაბამისად, განსაზღვრულია, რომ ბენფიციარის მიერ დაგეგმილი ყველა შესყიდვა უნდა განხორციელდეს გონუვრულ ფასად, რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელისგან.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები