Galt & Taggart-ის 22–26 იანვრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა.
თიბისის აქციებმა წინა კვირასთან შედარებით თითქმის 6% დაკარგა, საქართველოს ბანკისა და Georgia Capital-ის აქციები კი პლუსში გავიდნენ.
კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 37.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.13% წინა კვირასთან შედარებით და - 3.82% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 152 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 36.85 - 38.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 35 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 27.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -5.91% წინა კვირასთან შედარებით და -3.13% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 165 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.10 - 29.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 28 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.72 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.37% წინა კვირასთან შედარებით და +5.51% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 467 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 10.50 - 10.88 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 146 ათასი აქცია შეადგინა.
უახლესი