დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

17-02-2025 14:38:00

გასულ კვირას ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე გაიზარდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.

Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 52.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +8.20% წინა კვირასთან შედარებით და +16.55% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 222 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 47.85 - 53.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 48 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 40.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +14.12% წინა კვირასთან შედარებით და +34.22% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 873 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 34.85 - 42.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 89 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 12.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.50% წინა კვირასთან შედარებით და +10.02% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 255 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.98 - 13.12 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 59 ათასი აქცია შეადგინა.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები