Galt & Taggart-ის უძრავი ქონების მიმოხილვის თანახმად, 2023 წლის სექტემბერში თბილისში ქირის ფასი თვიურად თითქმის არ შეცვლილა, თუმცა წლიურ ჭრილში მაინც მაღალ დონეზე დარჩა, +36.7% წ/წ აშშ დოლარში და +26.9% წ/წ ლარში.
ამასთან, 2023 წლის დასაწყისიდან ქირები აშშ დოლარში 1.6%-ით, ხოლო ლარში 2.7%-ით არის შემცირებული.
მიმოხილვის თანახმად, აპრილში ქირის ფასმა თბილისში 1,8%-ით დაიკლო, მაისში – 1,5%-ით. შემდეგ კლების ტემპი შედარებით შემცირდა და სექტემბერში ოდნავ ზრდაც აჩვენა 0,1%-ით.
ამასთან, იანვრის შემდეგ ქირა აშშ დოლარში 1.6%-ით, ხოლო ლარში 2.7%-ით არის შემცირებული.
„ბინების გაქირავების ბაზარზე ბუმი აღარ არის, თუმცა მიგრანტები ისევ ჩამოდიან. რუსებისა და ბელორუსების შემდეგ, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ყაზახეთის მოქალაქეები გააქტიურდნენ. ამიტომ იჯარისა და გაქირავების ბაზარი კვლავ აქტუალურია“, - ამის შესახებ საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ხელმძღვანელი ვაჟა მებაღიშვილი Business Insider Georgia- თან აცხადებს.
უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ხელმძღვანელის შეფასებით, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი კვლავ მიმზიდველია, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:
„გადამწყვეტ როლს თამაშობს საკვები, კლიმატი. უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიიჩნევენ,რომ საქართველოში უძრავი ქონების შეძენა მომგებიანია. რა თქმა უნდა რისკები არის, როცა ეს მასობრივია, თუმცა ქვეყანაში რუსეთიდან და ბელორუსიდან მიგრანტების შემოსვლა რუსეთ -უკრაინის ომმა განაპირობა“, - ამბობს მებაღიშვილი.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემით, 2023 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.5 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.6 პროცენტი).
აღნიშნულ პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 19 280.8 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო 2022 წლის II კვარტალთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა.
იგივე თემაზე:
გაყიდვების კლების ფონზე, უძრავი ქონება მაინც ძვირდება - მიმოხილვა
TOP-3 უბანი თბილისში, სადაც უძრავი ქონება ყველაზე ძვირია
ბინების გაქირავების ბაზარზე ბუმი აღარ არის, თუმცა ფასები არ მცირდება - ასოციაცია
უახლესი
6 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო