დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ და რა პირობებში გაატარებენ ზამთარს თბილისის ზოოპარკის მობინადრეები

როგორ და რა პირობებში გაატარებენ ზამთარს თბილისის ზოოპარკის მობინადრეები

02-12-2023 20:59:52

თბილისის ზოოპარკი ზამთრის სეზონს მაქსიმალურად მომზადებული ხვდება და შექმნილია ყველა პირობა, რაც მობინადრე ცხოველებს ცივი ზამთრის გადასატანად სჭირდებათ.

როგორც თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მზია შარაშენიძე Business Insider Georgia- თან ამბობს, ზამთარში მთავარი თემა არის გათბობა, რომელიც უზრუნველყოფილია და ამ მხრივ ცხოველები მაქსიმალურად დაცული არიან.

,,ზამთრის სეზონს მაქსიმალურად მომზადებულ დავხვდით, როგორც წინა წლებში, წელსაც ეს საკითხი მოგვარებულია. ყველა პირობაა იმისთვის, რომ ცხოველები მათთვის საჭირო და მისაღებ პირობებში იყვნენ, იმ კლიმატის გათვალისწინებით, რასაც მიჩვეული არიან. ვოლიერები, სადაც საჭიროა, რომ იყოს გათბობა, ეს სისტემა გამართულად მუშაობს.

ასევე აუციელებლია წყლის გათბობა და შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა ცხოველებისთვის, რომლებიც თბილ კლიმატს არიან მიჩვეულები. დღეის მდგომარეობით, მათთვის ეს პირობები უზრუნველყოფილია. თუმცა არიან ცხოველები რომლებსაც ეს არ სჭირდებათ, მაგალითად კეთილშობილი ირმები, რომლებიც საქართველოში არიან  გავრცელებული, ასევე ჯიხვები, დახურული ვოლიერები არ აქვს, გარემო, რომელშიც ცხოვრობენ, ფაქტობრივად ყველა პირობაა შექმნილი, რომ თავი კარგად და უსაფრთხოდ იგრძნონ", - ამბობს მზია შარაშენიძე.

უამინდობის გამო ამ ეტაპზე ზოოპარკშიო ვიზიტორების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. ზაფხული საკმაოდ დატვირთული პერიოდი იყო. 

მზია შარაშენიძის თქმით, წელს დამთვალიერებლების მხრიდან მოთხოვნა გაიზარდა და ეს ტრენდი შემოდგომის განმავლობაშიც შენარჩუნდა.

ცნობსითვის, თბილისის ზოოპარკი 1927 წელს დაარსდა. მას არსებობის განმავლობაში არაერთი სირთულის გადალახვა მოუწია, მათ შორის 90-იანი წლების კრიზისის.

თბილისის ზოოპარკისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო 2015 წლის წყალდიდობა, რომელმაც ზოოპარკის ბინადართა ნახევარზე მეტი იმსხვერპლა.

წყალდიდობის შედეგად 277 ცხოველი დაიღუპა, რაც დიდი ტრაგედიაა. თუმცა ევროპის სხვადასხვა ზოოლოგიურმა ბაღებმა და ევროპის ზოოპარკების ასოციაციამ თბილისის ზოოპარკს დიდი დახმარება გაუწია და იქაურობა თანდათან ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები