დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„რკ ოზაანმა“ ეგზოტიკური კივანოსა და კუკამელონის პირველი მოსავალი მიიღო

„რკ ოზაანმა“ ეგზოტიკური კივანოსა და კუკამელონის პირველი მოსავალი მიიღო

19-12-2023 11:07:00

კოოპერატივი „რკ ოზაანის“ ხელმძღვანელი Business Insider Georgia-თან 2023 წლის სეზონს დადებითად აფასებს და ამბობს, სატაცურის გარდა, ასევე ეგზოტიკური ბოსტნეულის კივანოსა და კუკამელონის პირველი მოსავალი მიიღო და ადგილობრივ ბაზარზე გაყიდა.

როგორც მეწარმე ამბობს, კივანოა და კუკამელონი „გუდვილის“ქსელში გაიყიდა. „ორივე პროდუქტს ვაწვდით „გუდვილს“. საცდელად კუკამელონი 200 კილომდე მივიღეთ. რაც შეეხება კივანოს 400 კილომდე ვაწარმოვეთ. ამ ეგზოტიკური ბოსტნეულზე არის მოთხოვნა. გამოიყენება კულინარიაში და კოქტეილებში“, - ამბობს მეწარმე.

ადგილობრივ ბაზარზე 1 კილოგრამი იმპორტირებული კივანო 35 ლარი ღირს. კივანო, იგივე აფრიკული კიტრი გოგრისებრთა ოჯახს ეკუთვნის და წარმოშობით აფრიკიდანაა. დღეისთვის მას აწარმოებენ სამხრეთ ამერიკაში, ისრაელში, იტალიასა და ახალ ზელანდიაში. საკვებად გამოიყენება როგორც კოქტეილების, ისე ხილის სალათების დასამზადებლად.

რაც შეეხება კუკამელონს, მას მექსიკურ კიტრს უწოდებენ. გამოიყენება სალათებში, ხდება მისი პიკულირება, ხოლო როგორც ახალგაზრდა ხილი გამოიყენება სენდვიჩებში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები