აგვისტოში, ბანკთაშორისი ფულადი ბაზრის მოცულობა, თვიურად 636.0 მლნ ლარით, (წლიურად 2,069.3 მლნ ლარით შემცირდა) 9,182.7 მლნ ლარამდე გაიზარდა. სებ-ის ინფორმაციით, ეს კი მეტწილად უცხოური ვალუტის რესურსით არის განპირობებული.
ბანკთაშორისი ფულადი ბაზრის დიდი წილი, უცხოური ვალუტის ბრუნვაზე მოდის (67.6%), რომლის მოცულობაც თვიურად 31.1 მლნ ლარით (0.5%-ით) შემცირდა. ლარის რესურსის ბრუნვის მოცულობა კი, თვიურად 667.1 მლნ ლარით (29.0%-ით) გაიზარდა.
რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, ბანკთაშორის ბაზარზე ლარის ვალუტის რესურსზე საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით 0.1 პპ-ით შემცირდა და 10.16% შეადგინა, ხოლო უცხოური ვალუტის რესურსზე საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 0.4 პპ-ით გაიზარდა და 2.89% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოში, ფულადი ბაზრის რესურსის 32.0% ერთ თვემდე ვადიანობის დეპოზიტებზე, ხოლო 67.7% კი მიმდინარე ანგარიშებზე განთავსებულ რესურსზე მოდიოდა.
უახლესი
50 წუთის წინ
რა სიახლეებს სთავაზობს „ფუსფუსი“ მომხმარებლებს1 საათის წინ
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა