დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რეკრეაციული ზონა „ლისი ლემანსი“ გართობის მოყვარულებს ყოველ დღე 14 საათიდან ელოდება

რეკრეაციული ზონა „ლისი ლემანსი“ გართობის მოყვარულებს ყოველ დღე 14 საათიდან ელოდება

12-08-2023 10:55:00

ახალ იპოდრომთან მდებარე რეკრეაციული ზონა „ლისი ლემანსი“ გართობის მოყვარულებს ყოველ დღე 14:00 საათიდან 02:00 საათამდე ეპატიჟება. „ლისი ლემანსი“ ღია სივრცეში „კარტინგის“ ნახევარკილომეტრიან ტრასას, ტენისის მაგიდებს, სასროლეთს, მინი გოლფის მოედანს და კაფე-ბარებს აერთიანებს. როგორც Business Insider Georgia-ს  „ლისი ლემანსში“ განუცხადეს, სივრცე სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს ხშირად მასპინძლობს და შესაბამისად სტუმრების რაოდენობაც საკმაოდ მზარდია. 

მომხმარებლის მხრიდან გასართობი სივრცის მიმართ ინტერესი მაღალია. თუმცა ყველაზე მეტი მომხმარებელი „ლისი ლემანსს“ შაბათ-კვირას და საღამოს საათებში, სამსახურების დასრულების შემდეგ ჰყავს.

„ლისი ლემანსში“ ხშირად სხვადასხვა კორპორატიული ღონისძიებებიც ეწყობა.

რაც შეეხება ტარიფებს:

კარტინგი - 30 ლარი 

ტირი - 10 ლარი

მაგიდის ტენისი და ბილიარდი - 15 ლარი

კომპიუტერული რბოლის სიმულაცია  - 15 ლარი (1 საათი)

მინი გოლფი - 10 ლარი (1 საათი)

ფეინქ ბოლი - 45 ლარი 

კვადროციკლის სესია - 30 ლარი (10 წუთი)

Street Ball - 15 ლარი (1 საათი).

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები