დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რეგიონებში, სადაც უხვი ნალექი მოვიდა, ელექტროენერგიის აღდგენის პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს - დავით ნარმანია

რეგიონებში, სადაც უხვი ნალექი მოვიდა, ელექტროენერგიის აღდგენის პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს - დავით ნარმანია

28-02-2025 10:14:00

„რეგიონებში, სადაც უხვი ნალექი მოვიდა, ელექტროენერგიის აღდგენის პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა. მისივე თქმით, გამოდარებისთანავე აღდგენითი სამუშაოები მალევე დასრულდება. 

„თოვლის წმენდის ადეკვატურად, სადაც კი შესაძლებელია მიდიან „ენერგო-პროს“ თანამშრომლები. გარდა ჩვეულებრივი ბრიგადებისა, რომელიც რეგიონების მიხედვით იყო გაძლიერდა სხვა რეგიონიდან ჩაყვანილი თანამშრომლებით. შესაბამისად აღდგენების ტემპი, საკმაოდ მაღალია და დღესაც გაგრძელდება სამუშაოები. თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში, ერთის მხრივ აღდგენები მიმდინარეობდა, ხოლო მეორეს მხრივ კიდევ მოდიოდა უხვი ნალექები. ანუ ძალიან სწრაფად მოსულმა თოვლმა, შესაბამისად ყინვებმა, რასაც თან დაერთო ქარი, დააზიანა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. თუმცა, გუშინ საღამოს მდგომარეობით იმაზე მეტი იყო აღდგენილი, ვიდრე ბოლო დღეებში ზიანდებოდა. აქედან გამომდინარე, ვარაუდობთ, რომ უახლოეს დღეებში ეს პროცესი გამოდარების კვალდაკვალ მალე დასრულდება“, - განაცხადა ნარმანიამ. 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები