დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რეალიზაციის სტიმულირების მიზნით, „შავ პარასკევს“ ყოველთვის დადებით ეფექტი აქვს - „ნიკოლი“

რეალიზაციის სტიმულირების მიზნით, „შავ პარასკევს“ ყოველთვის დადებით ეფექტი აქვს - „ნიკოლი“

24-11-2023 18:00:23

ქართული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელი ბრენდი ნიკოლი - nikoli მომხმარებელს შავ პარასკევთან დაკავშირებით ფასდაკლების აქციას სთავაზობს.

როგორც ბრენდის  დამფუძნებელი ნიკა ნიკოლაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, საფასო პოლიტიკიდან გამომდინარე, ფასდაკლების შესაძლებლობა იშვიათად აქვთ, თუმცა შავი პარასკევის აღნიშვნაზე არასდროს ამბობენ უარს და წელსაც 20%-იანი ფასდაკლება დაიწყო, რომელიც კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

,,ჩვენთან შავი პარასკევის ფერადი ფასდაკლება დაიწყო და გაგრძელდება 26 ნოემბრის ჩათვლით. შემოდგომა-ზამთრის მაღალი ხარისხის კოლექცია გვაქვს წარმოდგენილი, საკმაოდ აქტიურია მოთხოვნა და აქციის ფარგლებში საგრძნობ ზრდას ველოდებით.

ზოგადად წელს გაყიდვების კუთხით საკმაოდ აქტიური პერიოდია. მოთხოვნა სტაბილურად არის შენარჩუნებულია, წარმოება გავაფართოვეთ და მაღაზიებს გაზრდილი რაოდენობით ვამარაგებთ, რაც თავისთავად მოთხოვნის ზრდამ განაპირობა.

ჩვენი საფასო პოლიტიკიდან გამომდინარე, ხშირად ვერ ვახდენთ ფასდაკლებას, თუმცა ,,შავი პარასკევი" გამონაკლისია, როცა  უარს ვერ ვამბობთ.

რეალიზაციის სტიმულირების მიზნით მსგავსი ღონისძიებები ყოველთვის დადებით ეფექტს იძლევა", - ამბობს ნიკა ნიკოლაშვილი.

ცნობისთვის, საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „ნიკოლი“ 2017 წელს დაფუძნდა. ამ ეტაპზე კომპანიაში 40 ადამიანია დასაქმებული. წლის ბოლომდე ამ მაჩვენებლის 70-80%-იანი ზრდა იგეგმება.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები