რეალისტურია, რომ ადრონული თერაპიის ცენტრი ქუთაისის უნივერსიტეტში 2025 წელს გაიხსნება - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა განუცხადა.
„დანადგარები უკვე მზადაა და ამჟამად მიმდინარეობს მშენებლობა. ადრონული თერაპიის ცენტრის დანადგარების ნაწილში, „ქართუ ფონდს“ აქვს განხორციელებული 37 მილიონი ევროს ინვესტიცია, ხოლო შენობა დაახლოებით კიდევ ამდენი დაჯდება“, - აღნიშნა ჩხეტიანმა.
მისი თქმით, ადრონული თერაპიის ცენტრის გახსნის შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი როგორც მედიცინის ისე ბირთვული ფიზიკის დარგში სხვა უნივერსიტეტებს შორის ღირსეულად იქნება წარმოდგენილი.
„ეს უნიკალური დაწესებულება, რომელიც ერთი მხრივ იქნება მიძღვნილი მეცნიერებისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ პარალელურად განახორციელებს ონკოლოგიის მკურნალობას“, - აღმნიშნა ჩხეტიანმა. ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ამბობს,რომ ტექნოლოგიები არის ის სფერო, სადაც შეუძლებელია მიღწეული შედეგით კმაყოფილება. „ეს სფერო მუდმივ განახლებასა და განვითარებას საჭიროებს. შესაბამისად ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საჭიროა სწრაფვა შემდგომი განვითარებისთვის“.
უახლესი
10 საათის წინ
ოქტომბერში სესხების ლარიზაცია გაიზარდა11 საათის წინ
ბიტკოინის ღირებულება $100,000-ს უახლოვდება