დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ გაუფრმდა ხელშეკრულება კომპანიას, რომელსაც წერეთლის გამზირზე კონტრაქტი შეუწყდა - განმარტება

რატომ გაუფრმდა ხელშეკრულება კომპანიას, რომელსაც წერეთლის გამზირზე კონტრაქტი შეუწყდა - განმარტება

25-01-2024 16:29:00

 უწყებას არანაირი კანონიერი საფუძველი არ ჰქონდა უარი ეთქვა ხელშეკრულების გაფორმებაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან[„ერ-ტე-დე“-სთან], - ამის შესახებ საგზაო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც უწყებამ მას შემდგ გაავრცელა, რაც გაირკვა, რომ 15-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა კომპანიას, რომელიც წერეთლის გამზირზე მუშაობდა, დროულად და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო კი კონტრაქტი დროზე ადრე შეუწყდა. 

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის იგოეთი-კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ9-კმ20 მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა გასულ წელს - 2023 წლის 9 ნოემბერს.

ტენდერი გაიხსნა და სატენდერო წინადადებების შესწავლა-შეფასება დაიწყო 2023 წლის 15 დეკემბერს. მასში მონაწილეობდა 3 პრეტენდენტი. კომპანია „ერ ტე დე“, იმის გათვალისწინებით, რომ აკმაყოფილებდა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მითითებული ჰქონდა ყველაზე დაბალი ფასი, გამარჯვებულად გამოვლინდა 2023 წლის 22 დეკემბერს.

კომპანია „ერ ტე დე“-ს მოწვევა ხელშეკრულების გასაფორმებლად გაეგზავნა 2024 წლის 4 იანვარს, ხოლო მასთან ხელშეკრულება გაფორმდა 2024 წლის 18 იანვარს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საავტომობილო გზების  დეპარტამენტმა გამარჯვებულის გამოვლენისას იმოქმედა კანონმდებლობის შესაბამისად და არ გააჩნდა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ანდა ტენდერის შეწყვეტის არანაირი სამართლებრივი საფუძველი.

ასევე, დეპარტამენტს არანაირი კანონიერი საფუძველი არ ჰქონდა უარი ეთქვა ხელშეკრულების გაფორმებაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან. უფრო მეტიც, სწორედ საავტომობილო გზების დეპარტამენტის უარი იქნებოდა კანონდარღვევა.

მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომ სატენდერო დოკუმენტებში ნათლად ჩანს ტენდერის გამოცხადებისა და დასრულების ვადები, ტელეკომპანიის წარმომადგენლები, კომპეტენტურ უწყებასთან გადამოწმების გარეშე, შეგნებულად ავრცელებენ არასრულ ინფორმაციას, რასაც ერთადერთი მიზანი აქვს - კვლავ შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა და მოახდინონ სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციით დაკავებულ კომპანიებს “ერ ტე დეს” (9 მლნ ლარი) და “მილენიუმ ბილდერ გრუპს” (22 მლნ ლარი) ხელშეკრულებები 16 იანვარს შეუწყდათ, რის მიზეზადაც კონტრაქტის პირობების დარღვევა და სამუშაოების უხარისხოდ და დაგვიანებით შესრულება დასახელდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები