დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ დაიხურა რესტორანი „პალატი თბილისი“

რატომ დაიხურა რესტორანი „პალატი თბილისი“

20-02-2024 14:00:00

თბილისში, ძმები კაკაბაძეების ქუჩაზე მდებარე რესტორანი „პალატი თბილისი“, რომელიც იმერული კერძებით იყო ცნობილი, დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაცია რესტორნის Facebook გვერდზე გავრცელდა. 

როგორც Business Insider Georgia-ს ქუთაისის „პალატის“ დირექტორმა ზურაბ ფანჯარაძემ განუცხადა, თბილისში რესტორნის დახურვის გადაწყვეტილება ფრანჩაიზის მფლობელმა მიიღო. 

„ფრანჩაიზი ვისაც ჰქონდა, მან დახურა თბილისში ობიექტი და შესაბამისად ამ ბიზნესიდან ჩვენც გავედით. მეპატრონისთვის რესტორანი ისეთი მომგებიანი არ აღმოჩნდა როგორც წარმოედგინა და ერთი წლის შემდეგ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო“, - ამბობს ზურაბ ფანჯარაძე. 

როგორც „პალატის“ მფლობელი ამბობს, ამ დროისთვის ფრანჩაიზის გაყიდვას და სხვა რეგიონებში შესვლას აღარ გეგმავენ. 

სიტყვა „პალატი“ ნიშნავს ლეჩხუმური ოდის ქვითკირით ნაშენებ პირველ სართულს, სადაც ანთია ცეცხლი, ოჯახი ატარებს უმეტეს დროს და სადაც გულთბილ გარემოცვაში უმასპინძლდებიან სტუმარს.

„პალატის“ პირველი რესტორანი ქუთაისში 11 წლის წინ გაიხსნა. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, „პალატის“ მეორე ფილიალი თბილისში 2023 წელს გაიხსნა.

ჯამში რესტორანი 35-მდე ადამიანს ასაქმებდა, აქედან 25 ქუთაისში, 10 თბილისში იყო დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები