სებ-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გლობალ კრედიტი 37 ათასი დოლარით დააჯარიმა. როგორც ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში არასწორი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის 2შემთხვევის გამო - „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდა - 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე - სულ - 4,000 ლარი;
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 25 თებერვლის N164-1კ განკარგულების საფუძველზე განხორციელებული შემოწმების შედეგად წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის -1 ფაქტის გამო - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდა - 7,000 ლარის ოდენობით.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევის გამო, საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე–3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდა - 20,000 ლარის ოდენობით.
შესამოწმებელ პერიოდში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ 1 კლიენტთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, კერძოდ არ არის დადგენილი საქმიანი ურთიერთობის მიზანი და განზრახული ხასიათი, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ - 2,000 ლარი.
შესამოწმებელ პერიოდში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ 2 (ორი) კლიენტთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობა, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე სულ - 4,000 ლარი.
უახლესი
16 საათის წინ
ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა 10 დღის ვადაში შედგება17 საათის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით