დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ არის საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი რეკორდული - „კავკასიის ავტოიმპორტი“

რატომ არის საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი რეკორდული - „კავკასიის ავტოიმპორტი“

19-05-2023 16:00:12

წელს ავტომობილებზე მოთხოვნა რეგიონსა და შუა აზიის ქვეყნებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც საქართველოს რეექსპორტის მკვეთრი ცვლილება გამოიწვია.

კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტის" ხელმძღვანელი გიორგი სურგულაძე Business Insider Georgia- თან რეექსპორტის ზრდის მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ტრენდი საშუალო და გრძელვადიან პერიოდშიც შენარჩუნდება.

„ავტომობილებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ყაზახეთი, ყირგიზეთი და სხვა ქვეყნები, ძირითადად შუა აზიის მიმართულება, მეორადი ავტომობილებით რუსეთიდან მარაგდებოდა. ახლა რუსეთს უკვე თვითონ აქვს დეფიციტი და ამ ქვეყნების ბაზრებზე ავტომობილებს ვეღარ გზავნის.

ჩამოთვლი ქვეყნებში მოთხოვნა გაიზარდა, რასაც საქართველოს ბაზრიდან იმპორტით იკმაყოფილებენ. ამიტომ მოსაზრება, რომ აზერბაიჯანის ბაზარზე მოთხოვნის ზრდა ევრო5-თან დაკავშირებულ რეგულაციას უკავშირდება, მცდარია. აზერბაიჯანში, მანამდეც ძირითადად 2013 წლის შემდეგ გამოშვებული მანქანები იგზავნებოდა და ძველი ავტომობილების წილი ძალიან მცირე იყო, ამიტომ რეგულაცია ვერ იქონიებს გავლენას. რეექსპორტის დინამიკა დადებითია, რომელიც შენარჩუნდება და უფრო მზარდიც იქნება", - აცხადებს გიორგი სურგულაძე.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის 595 მილიონი დოლარის ღირებულების 33 ათასი ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე. ეს მოცულობა წინა წელთან შედარებით 351%-ით მეტი იყო. 

ავტოექსპორტის სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით TOP 5

აზერბაიჯანი - $150 მილიონი, 11,663 ავტომობილი;
ყაზახეთი - $136 მილიონი, 7,719 ავტომობილი;
ყირგიზეთი - $127 მილიონი, 3,283 ავტომობილი;
სომხეთი - $113 მილიონი, 6,339 ავტომობილი;
რუსეთი - $31 მილიონი, 2,150 ავტომობილი. 

რეექსპორტზე გასული მანქანების უდიდესი ნაწილი მეორადია, ხოლო ერთეულის საშუალო ფასი $18 ათასია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები