დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ არის რუსეთი ქართული ღვინისთვის პირველი ბაზარი - „იაგოს ღვინის“ დამფუძნებელის შეფასება

რატომ არის რუსეთი ქართული ღვინისთვის პირველი ბაზარი - „იაგოს ღვინის“ დამფუძნებელის შეფასება

08-01-2024 16:00:00

 

რატომ არის რუსეთი ქართული ღვინისთვის პირველი ბაზარი? ამ საკითხზე საუბრისას Business Insider Georgia-სთან „იაგოს ღვინის“ დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი სამ ფაქტორს ასახელებს.

„მართალია, „იაგოს ღვინო“ რუსეთის ბაზარზე არ იყიდება, მაგრამ არის ბევრი ფაქტორი, თუ რატომ არის ქართული კომპანიებისთვის რუსეთში ღვინის ექსპორტი პრიორიტეტული.

აქვე ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რატომ არ უჭირავს ქართულ ღვინოს უფრო დიდი ადგილი არატრადიციულ ბაზარზე. ევროპის ან თუნდაც აშშ-ის ბაზარზე?

პირველი პრობლემა - ცნობადობა არ გვაქვს საკმარისი, რომ ქართული ღვინის დიდი მოცულობა გაიყიდოს. ამ მიმართულებით გვჭირდება მუშაობა როგორც მცირე მარნებს, ისე ღვინის ეროვნულ სააგენტოს და რა ინფორმაციაც მაქვს, ეს უწყება ამ მიმართულებით კიდევ უფრო აქტიურად იწყებს 2024 წლიდან მუშაობას. წლის ბოლოს, რამდენიმე სიუჟეტი გავიდა აშშ-ის პოპულარულ არხებზე ქართული ღვინის შესახებ“, - ამბობს იაგო ბიტარიშვილი.

მისი თქმით, ქვეყნისა და ღვინის ცნობადობა ერთმანეთთანაა კავშირში და ამიტომ აშშ-ის ბაზარზე როგორც ქვეყნის ისე ღვინის ცნობადობა უნდა გაიზარდოს და ამ მიმართულებით კამპანია კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს.

მეორე ფაქტორად, რის გამოც ქართული კომპანიებისთვის რუსეთის ბაზარი საინტერესოა, ეს არის გეოგრაფიული მდებარეობა და ღვინის ასორტიმენტის ცნობადობა.

„ტრადიციულად რუსულ ბაზარზე როგორც ქვეყნის ისე ქართული ღვინის ასორტიმენტის ცნობადობა მაღალია. მესამე ფაქტორი, რომელიც 2022 წლის შემდეგ გამოიკვეთა და რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდაზე ჰქონდა გავლენა, ეს არის რუსეთ-უკრაინის ომი, რადგან ამ ფონზე, რუსეთში დასავლეთ ევროპიდან პროდუქციის შეტანა უფრო გართულდა და შესაბამისად, ქართული ღვინისთვის ბაზარზე ახალი ადგილი გამოჩნდა“, - ამბობს „იაგოს ღვინის“ დამფუძნებელი.

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანამ ექსპორტზე 83,265,496.69 ლიტრი ღვინო გაიტანა, რომლის საერთო ღირებულებამაც 240,348.26 ათასი დოლარი შეადგინა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ექსპორტზე 94,857,548.15 ლიტრი ღვინო გავიდა.

ქართული ღვინის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი ისევ რუსეთია. სწორედ რუსეთზე მოდის ღვინის მთლიანი ექსპორტის 70%-ი. ქართული ღვინის ნომერ მეორე საექსპორტო ბაზარი პოლონეთია, სადაც ქვეყნიდან ექსპორტირებული ღვინის 6%-ი გავიდა.

სად ყიდის საქართველო ღვინოს - TOP-5 ბაზარი:

  • რუსეთი - 157,573.80 ათასი დოლარი - 58,289,174.66 ლიტრი,
  • პოლონეთი - 13,374.74 ათასი დოლარი - 5,305,860.05 ლიტრი,
  • უკრაინა - 13,221.71 ათასი დოლარი - 4,757,983.69 ლიტრი,
  • ჩინეთი - 10,306.00 ათასი დოლარი - 2,838,683.03 ლიტრი,
  • ყაზახეთი - 8,674.53 ათასი დოლარი - 2,784,134.30 ლიტრი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები