დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას ვყიდით და ვყიდულობთ ჩინეთში

რას ვყიდით და ვყიდულობთ ჩინეთში

11-06-2023 23:59:20

ჩინეთში ექსპორტი 44%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ჩინეთში 161,394.79 ათასი დოლარის პროდუქცია გადაიზიდა, მაშინ როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 290,399.95 დოლარს აღწევდა. 

ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, სახეზეა, რომ ჩინეთში ექსპორტი მზარდ ტრენდზეა და ყველაზე მეტი პროდუქტი საქართველოდან ჩინეთში 2022 წელს გადაიზიდა.(სულ 736,837.92 ათასი დოლარის პროდუქცია).

სტატისტიკის თანახმად, 2022 წელს 2021 წელთან შედარებით ექსპორტი 20%-ით გაიზარდა.

TOP-5 პროდუქტი რასაც საქართველოში ჩინეთში ყიდის (2023 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებლები)

  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 121,411.96 ათასი დოლარი;
  • მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 19,358.62 ათასი დოლარი;
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 9,091.25 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 3,754.27 ათასი დოლარი;
  • კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 1,518.67 ათასი დოლარი;

1,5%-იან ზრდაა ჩინეთიდან იმპორტის სტატისტიკაში. 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ ჩინეთიდან 329,222.41 ათასი დოლარის პროდუქცია შემოიტანა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 324,349.65 ათასი დოლარის.

იმპორტის კუთხითაც რეკორდული 2022 წელი იყო. საანგარიშო პერიოდში ჩინეთიდან იმპორტმა 1,126,263.08 ათას დოლარს მიაღწია. 

TOP-5 პროდუქტი რასაც საქართველოში ჩინეთიდან ყიდულობს (იანვარ-აპრილის მაჩვენებლები)

  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 29,585.59 ათასი დოლარი;
  •  ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 9,701.60 ათასი დოლარი;
  • პოლიაცეტალები, პოლიეთერები მარტივი სხვა და ფისები ეპოქსიდისა პირველადი ფორმებით - 8,462.45 ათასი დოლარი;
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 8,221.90 ათასი დოლარი;
  • მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - 8,190.73 ათასი დოლარი;

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები