ბრენდული ჩანთების, ფეხსაცმელებისა და ქურთუკების დელიკატური წმენდისა და რესტავრაციის კომპანია Hamptons & Soles ჰემფთონს & სოულს ხუთ წელზე მეტია, რაც ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ, Business Insider Georgia-ს Hamptons & Soles-ის დამფუძნებელი ირაკლი ბაღოშვილი ესაუბრა. მისი თქმით, კომპანია დაკომპლექტებულია პროფესიონალი რესტავრატორებისგან, რომელთაც საქმიანობა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში შეისწავლეს.
„ხელობა შევისწავლეთ გერმანიაში 2018 წელს, სადაც ადგილზე ვიყავით ჩასულები. Colourlock არის ტყავის რესტავრაციის კომპანია და სწორედ იქ შევისწავლეთ საქმიანობა და მივიღეთ სერტიფიკატები. ხუთი წლის განმავლობაში კიდევ რამდენჯერმე დაახლოებით, სამჯერ გვყავდა კვალიფიკაციის ასამაღლებლად მოწვეული სპეციალისტები ევროპიდან და ასევე, ჩვენც ვიყავით შემდეგ უკვე საფრანგეთში, იტალიაში და ავიმაღლეთ კვალიფიკაცია. ინდუსტრია აღმოჩნდა ისეთი რომ სწრაფად ვერ ისწავლი. ამიტომაც, ბევრი პრაქტიკა და თეორიის ცოდნაა საჭირო. ამ პერიოდის განმავლობაში, შეგვიძლია ვთქვათ რომ ზუსტად იმ დონეზე ვართ, რა დონეზეც მთლიანად მსოფლიოში საუკეთესო სახელოსნოები არიან ამ მომენტისთვის. გნებავთ, ისეთი ცნობილი მოდის სახლების სახელოსნოები ავიღოთ როგორიც ,,პრადას", ,,შანელს" აქვს ან მილანში საუკეთესო რესტავრაციულ ცენტრს. ნებისმიერის დონეზე შეგვიძლია უკვე ჩვენც რესტავრაციების კეთება“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ირაკლი ბაღოშვილი.
ამჟამად, კომპანია სამ ლოკაციაზე მდებარეობს. აქედან, ორი მიმღები პუნქტია, ერთი კი სახელოსნო.
„2022 წელს გავხსენით რუსთაველზე, ძმები კაკაბაძეების ქუჩაზე ჩვენი ბიზნესი. გვქონდა ერთი ფილიალი. შემდეგ, ერთ წელიწადში მივამატეთ ვაკეში, აქსისში მიმღები პუნქტი, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. დღესდღეობით გვაქვს ორი მიმღები პუნქტი - რუსთაველი და აქსისი და ერთი ცალკე მდებარე ქავთარაძეზე დიდი სახელოსნო, სადაც ამ მიმღებ პუნქტებში ვიღებთ ნივთებს, მიგვაქვს სახელოსნოში ვაკეთებთ და ვაბრუნებთ უკან“, - ამბობს ირაკლი ბაღოშვილი.
მეტად საინტერესოა კომპანიის სახელის ისტორია, რომელიც ინგლისის ერთ-ერთ ქალაქს უკავშირდება.
„სახელი წამოვიდა იქედან, რომ Northampton არის ინგლისში ქალაქი, სადაც რამდენიმე საუკუნეა, თაობიდან თაობას გადაეცემა ძვირფასი ხელნაკეთი ტყავის წარმოების კულტურა. ფეხსაცმლის მწარმოებლები არიან ძალიან ცნობილი სახლები: Crockett & Jones, Edward Green და ა.შ. ძალიან ძვირი ძაფით ხდება ფეხსაცმლის ხელით კერვა. დღესდღეობით აღნიშნული სახლები შეძენილი აქვს ,,პრადას" და მსგავს ცნობილ ბრენდებს. ჩვენ შევამოკლეთ და დავირქვით „ჰემფთონსი“, მეორენაწილი კი „სოულს“, ინგლისური შესატყვისიდან გამომდინარე შევუსაბამეთ. ვთვლით, რომ ფეხსაცმლის მოვლა იწყება ძირიდან. შესაბამისად, ეს ორი ნაწილი შევაერთეთ. ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა და სულ ვუხსნით ხოლმე“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
კომპანიას ბაზარზე განსაკუთრებით ხარისხი და ცოდნა გამოარჩევს.
კონკურენტულ უპირატესობად პირველ რიგში მივიჩევთ იმას რომ ჩვენ ეს საქმიანობა პროფესიონალურ დონეზე შევისწავლეთ და არ ვართ თვითნასწავლნი. ვიყენებთ უმაღლესი დონის კოსმეტიკას, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა ცნობილი ბრენდების სახელოსნოებში. მაგალითად, ,,შანელის" სახელოსნოში რომ მიხვიდეთ ზუსტად იგივე ტექნოლოგიით, ზუსტად იგივე კოსმეტიკით შეგიკეთებენ ნივთს. შემიძლია ვთქვა რომ დიდი გამოცილდება დაგვიგროვდა კონკრეტულად ამ „ლაქშერი“ სეგმენტის რესტავრაციის მიმართულებით. ეს ალბათ ყველაზე დიდი უპირატესობაა. ახლა, ვინც არ უნდა დაიწყოს ბიზნესი ჩვენ ხუთი წლით წინ ვიქნებით მუდამ“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ირაკლი ბაღოშვილი.
Hamptons & Soles ჰემფთონს & სოულს-ი სამომავლოდ, ტანსაცმლის ქიმწმედნის დამატებას გეგმავს.
,,ვგეგმავთ, ქიმწმენდის გაკეთებას. ალბათ, 2026 წლიდან უკვე ტანსაცმლის ქიმწმენდა გვექნება“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
„საქმიანობა დავიწყეთ 2022 წელს. მანამდე გვქონდა „ავტო-დითეილინგ“ ცენტრი, სადაც კეთდებოდა ავტომობილის ტყავის სალონები. იქ მოვიდა ერთ-ერთი მომხმარებელი და გვითხრა თუ გავაკეთებდით ,,შანელის" ჩანთას. გავაკეთეთ და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ასე დაიწყო Word-of-Mouth-ით თავისი მეგობრები, ახლობლები და წამოვიდა დიდი ნაკადი დაინტერესების ძირითადად, ჩანთებზე, შემდეგ ფესხაცმელებზე. ბაზრის პოტენციალი შევაფასე. საკმაოდ დიდი ბაზარი იყო და უკვე 2022 წელს გამოვყავი ეს საქმიანობა და ცალკე დავაფუძნე „ჰემფთონს & სოულს“. დაბადების თარიღად, მაინც 2022 წლის ივლისს მივიჩნევ“, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი ირაკლი ბაღოშვილი.
უახლესი
15 საათის წინ
ირაკლი შატაკიშვილი მოსწავლეებს შეხვდა15 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7894 ლარი გახდა15 საათის წინ
"ხის დაცვა კირით: ბუნებრივი და საიმედო მეთოდი"