კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა წინასწარ შეუკვეთონ სასურველი, ფორმის, ფერის, დიზაინის ნივთი.
„ჩვენ ვართ მთელს საქართველოში. მაგალითად, ბათუმის ბულვარში დგას ჩვენი ურნები. საქართველოს შუა გულში ვართ, შიდა ქართლში და ჩვენთვის კახეთში მივიტანთ ნაგვის ურნას თუ ბათუმში ჩავიტანთ დაახლოებით ერთი და იგივე დრო და სახსრები გვჭირდება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელვანია, რომ რაღაცნაირად მთელს საქრთველოს ვწვდებით და ალბათ ყველა კუთხეში რაღაც მაინც არის განთავსებული ჩვენი. ამასთან, უპირატესობა კიდევ ის არის რომ რაიონში მომსახურების მიღება, მუშახელის დაქირავება ბევრად უფრო იაფია ყოველთვის, ვიდრე თუნდაც თბილისში და ჩვენ რომ რაიონში შედარებით იაფად ვამზადებთ პროდუქტს და ტრანსპორტირებას ვახდენთ მთელ საქართველოში ეგ ჩვენი უპირატესობაა, იმიტომ რომ თვითღირებულება ნაკლები გვაქვს, ფასის დაწევაც შეგვიძლია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მომხმარებლისთვის ფასია. ამასთან, მომხმარებელს შეუძლია გამოგვიგზავნოს რაღაც ფოტო, რომელიც სადღაც მოეწონა და იმის მიხედვით ვუკეთებთ სასურველ ნივთებს. ფერი ზომა, ფაქტურა და ნებისმიერი რამ თანხმდება საწყის ეტაპზე“, - ამბობს თეონა სულაშვილი.
კომპანია მუდმივად ასორტიმენტის გაფართოებაზეა ორიენტირებული.
„ჩვენ ვართ გარე ავეჯის საწარმო. აღნიშნულ საქმიანობს ვუძღვებით მე და ჩემი მეუღლე. საქმიანობა ძალიან შემთხვევით დავიწყეთ. ჩვენს ძაღლს სახლი ავუწყვეთ, მოგვეწონა დავდეთ შემდეგ გასაყიდად. შემდეგ სხვადასხვა პროდუქცია დავამატეთ. ეს იყო სკამები, ურნები და სხვადასხვა ნივთები. მოგვიანებით, მივიღეთ მონაწილეობა „აწარმოე საქართველოში“, სადაც გავიმარჯვეთ პირველივე ცდაზე, სრულიად გამოუცდელებმა. ინვენტარი რაც გვჭირდებოდა მაშინ ვიყიდეთ. ჩვენ იმდენად გაუცნობიერებლად დავიწყეთ წარმოება, რომ სულ გვქონდა ერთი ცალი კუთხსახეხი და ერთი ცალი სახრახნისი. სააგენტო ძალიან დაგვეხმარა იმაში, რომ რაღაცა სახე მიგვეცა ჩვენი წარმოებისთვის. მოგვიანებით უკვე მონაწილეობა მივიღეთ ავსტრიის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებულ Mercy Corps-ის პროექტში, სადაც, ასევე გავიმარჯვეთ და აქ უკვე შარშან მოგვიტანეს თერმული ღებვის დანადგარი. ახლა უკვე გავფართვოდით. ვემსახურებით, როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ კლიენტებს. ჩვენი საწარმო ქარელის რაიონში მდებარეობს და რაიონისთვის ხელმისაწვდომი გახდა თერმული ღებვის მომსახურება, რომელიც ეხლახანს დავამატეთ. განსაკუთრებული აქტიური პერიოდი ძირითადად არის მარტიდან და გრძელდება დაახლოებით ოქტომრბის ჩათვლით. ეს დანადგარი ჩვენ მივიღეთ სექტემბერში და რამდენიმე თვეა რაც გვაქვს. Mercy Corps-ის პროექტმა და მიღებულმა ცოდნამ, ტრენინგებმა და ა.შ ძალიან დიდი გავლენა იქონია კომპანიად ჩამოყალიბებაში“, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი თეონა სულაშვილი.
უახლესი
15 საათის წინ
ირაკლი შატაკიშვილი მოსწავლეებს შეხვდა15 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7894 ლარი გახდა15 საათის წინ
"ხის დაცვა კირით: ბუნებრივი და საიმედო მეთოდი"