დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას ეფუძნება VR Shekvetili Forest-Beach By Paragraph-ის ძირითადი კონცეფცია

რას ეფუძნება VR Shekvetili Forest-Beach By Paragraph-ის ძირითადი კონცეფცია

03-02-2025 12:00:00

VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph დანიშნულების ახალი ადგილია შავიზღვისპირეთში, რომელიც ოთხივე სეზონის აქტიური ცხოვრებისთვისაა გათვლილი. პროექტი „პარაგრაფის“ მომიჯნავედ 40 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენდება. ბუნების 4 მაცოცხლებელი ენერგიის და მსოფლიოს უახლესი არქიტექტურის სინთეზი რეგიონში მიზიდულობის ახალ ეპიცენტრს გააჩენს და დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

ნოშრევან ნამორაძე, VR Holding • ვიარ ჰოლდინგის დამფუძნებელი | იმ არეალს, რა არეალიც ჩვენ დაგვხვდა კერძოდ, შეკვეთილში სჭირდებოდა საკმაოდ სწორი მიდგომა, ანუ ნებისმიერ პროექტს ვუდგებით ყურადღებით, რომ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი, მაგრამ განსაკუთრებული იყო რა თქმა უნდა შეკვეთილის პროექტი და მიწის მდებარეობა. მინდა დარწმუნებით გითხრათ, რომ შეკვეთილის პროექტი და მასტერ-პლანი არის ყველა პარამეტრთან მიმართებაში აბსოლუტურად სწორად, სრულყოფილად დაპროექტებული და განხორციელებული. ძალიან მნიშვნელოვანია დასაწყისშივე, რომ მოხდეს მითუმეტეს, მოცულობითი მიწის ნაკვეთის სწორი დაგეგმარება, მასტერ-პლანის სწორი გაკეთება. ჩვენ ამას მივაღწიეთ, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ეს მასტერ-პლანი შეიქმნა ყველა მსოფლიო წამყვანი რეზორტული ტიპის საცხოვრებლების და ზღვისპირა სასტუმრო საცხოვრებელი კომპლექსების განვითარების, თუკი რამე საუკეთესო იყო, მის შესაბამისად. კიდევ მინდა აღვნიშნო ერთი საკითხი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ვნერგავთ ახალ ,,ლაიფ სთაილს", ანუ ცხოვრების ახალ სტილს. ახალი სტილი, რომელიც უკვე დანერგილი გვაქვს ეს არის გამაჯანსაღებელი, ანუ სპორტული აქტივობები ყველა პროექტში, გვაქვს საკმაოდ დახუნძლული და ესე ვთქვათ ყველგან ჩადებული ყველა სპორტის სახეობით და ამავდროულად, ამას უკვე ვამატებთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს ეს არის ცხოვრების ახალი სტილი გართობის ნაწილში. მე ვფიქრობ, ჩვენ ყველა ვიამაყებთ ამ პროექტით. მოვა დრო და ეს პროექტი გადაეცემა მემკვიდრეობას და აბსოლუტურად ყველა ვინც იქ შეიძენს მისთვის აპარტამენტებს, თუ ვილებს, თუ თუნდაც დაისვენებს შემდგომ იქნება საკმაოდ კმაყოფილი და შთაბეჭდილების ქვეშ.

მანანიკო ნამორაძე, VR Holding • ვიარ ჰოლდინგის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი | ლოკაციის შერჩევისას გვინდოდა გვეპოვა ისეთი ადგილი, რომელიც იქნებოდა ადამიანებისთვის მუდმივად შთაგონების წყარო. უნიკალური ზღვისპირეთი ქვიშის სანაპიროთი, სადაც არ არის დიდი ტალღები და ძლიერი ქარი. მშვიდი გარემო, მრავალფეროვანი ბუნება გამაჯანსაღებელი თვისებებით. გვინდოდა შეგვექმნა ადგილი, რომელიც იქნებოდა ახლოს ტურისტულად აქტიურ ლოკაციებთან, მაგრამ ამავდროულად, იქნებოდა დამოუკიდებელი სივრცე. სწორედ ასეთი ლოკაცია არის შეკვეთილი, რომლის მთავარი მიზანი იყო მისი სანაპიროსი და მრავალფეროვანი  ბუნების პოტენციალის შესწავლა. 

ლუკა ჩაგანავა, NS Studio-ს არქიტექტორი | ძალიან საინტერესო გამოწვევა არის მსგავს საპროექტო  არეალზე მუშაობა. ძალიან ობიექტურად, რომ შევხედოთ არამარტო ქვეყნის მასშტაბით, ზოგადად  რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ხელშეუხებელი კურორტი არის, რომელიც წლების განმავლობაში იყო დაცული. ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორედ მივუდგეთ მოცემული ტერიტორიის განვითარებას. თავის მხრივ, ვერტიკალური განვითარება თავის თავში არ მოიცავს რაიმე ქაოტური არქიტექტურისადმი სწრაფვას. პირიქით, ამით გაცილებით მშვიდი გარემო შეგვიძლია მივიღოთ. როგორც აღვნიშნე გაცილებით მეტი რეკრეაცია და საინტერესო ტიპის რეკრეაციული ზონების მიღება შეგვიძლია. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, არ აქვს მნიშვნელობა აქ ვერტიკალურად განვვითარდებით უფრო მეტად თუ ჰორიზონტალურად ჯამში მივდივართ არქიტექტურის ხარისხთან, სადაც ძალიან დიდი სიამოვნებით შემოვდივარ ამ გამოწვევაში და მაქვს მიზანი რომ საქართველოში შევქმნათ ერთ-ერთი პირველი ობიექტი, რომელიც თავის მხრივ გამართული იქნება  აბსოლუტურად თავისი სანიშო ინფრასტრუქტურით და ხარისხზე იქნება ორიენტირებული. ჩვენი ქვეყნის მასშტაბიც ზოგადად საკმაოდ დეფიციტური არის და ვსაუბრობ რომ დაახლოებით ამ პროექტის მასშტაბით 30-მდე სხვადასხვა დისციპლინა არის ჩართული და ძალიან ორგანიზებულად ხდება მუშაობა, რაც საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა მაცხოვრებლის ან სტუმრის კომფორტულ ცხოვრებაზე ძალიან აისახება იმიტომ რომ საბოლოო ჯამში სწორი პროექტიდან იწყება ამ ყველაფრის ჩამოყალიბება. საბოლოო ჯამში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად კომპლექსი დავინახოთ გრძელვადიან პერსპექტივაში თუ რამდენად ინარჩუნებს იგი პირველად სახეს მითუმეტეს ისეთ კლიმატურ პირობებში, როგორიც ახასიათებს ზოგადად ზღვის კურორტს.

სანდრო ნამორაძე, VR Holding -ის დირექტორი | მე მინდა კიდევ ერთხელ  ხაზი გავუსვა, რომ პროექტის ყველაზე მთავარ უნიკალურობას წარმოადგენს მისი მასშტაბი 40 ჰექტარი მიწის ფართობი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600 მილიონ დოლარს აღემატება და ითვალისწინებს უნიკალურ ინფრასტრუქტურას,  რაც ყველაზე მთავარი და საამაყოა ჩვენთვის. 1200 მეტრიან დაცულ ქვიშის სანაპირო ზოლს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი პროექტის მრავალფეროვან განვითარებას, რაც საშუალებას გვაძლევს ინვესტიციისთვის ინდივიდუალური და სწორი სტრატეგია შევარჩიოთ.

ცნობისთვის, ინოვაციური და მრავალფუნქციური პროექტისთვის ლოკაცია გამორჩეული ბუნებრივი მახასიათებლების გამო შეირჩა: გამაჯანსაღებელი მაგნიტური ქვიშა, ნოტიო სუბტროპიკული და იონიზირებული ჰავა; მრავალწლოვანი ბიჭვინთის ფიჭვნარი და სამკურნალო თვისებებით გამორჩეული მაგნიტური სანაპირო და ზღვის სუფთა წყალი მომავალი მობინადრეების ჯანმრთელობაზე სასიკეთო გავლენას მოახდენს.

პროექტის მახლობლად მდებარეობს:
• პარაგრაფი რესორტ & სპა
• ბლექ სი არენა
• მინიატურების პარკი
• დენდროლოგიური პარკი
• ციცინათელას პარკი
• მუსიკოსთა პარკი

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები