„ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტში მორიგი ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც სატრანსპორტო საშუალების განმეორებით ინსპექტირებაზე წარდგენა უნდა მოხდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს ხარვეზ(ებ)ის გამოვლენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში განმარტავენ, აღნიშნული ცვლილების შედეგად, აღმოიფხვრება ე.წ. საკანონმდებლო ხვრელი და მნიშვნელოვნად შემცირდება ტექნიკური ინსპექტირების საფასურის გადახდით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლისგან ან ადმინისტრაციული ჯარიმებისგან თავის არიდების პრაქტიკა.
„როგორც მოგეხსენებათ, 2023 წლის 22 მაისს, „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში შევიდა ცვლილება რის საფუძველზეც პირველად პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე დახარვეზების შემთხვევაში ხარვეზის გამოსწორებისა და განმეორებითი ინსპექტირების ჩასატარებლად კვლავ განსაზღვრული იქნება 30 დღე, თუმცა განსხვავებით დღეს მოქმედი რედაქციისგან, აღნიშნული ვადა ავტოსატრანსპორტო საშუალებას მიეცემა მხოლოდ ერთხელ და თუ ამ 30 დღიან ვადაში ავტომობილის შესაბამისი ხარვეზი აღმოფხვრილი არ იქნება და კვლავ დახარვეზდება განმეორებითი ინსპექტირების დროს, ან თუ არ მოხდება მისი გამოცხადება განმეორებითი ინსპექტირების ჩასატარებლად, ყოველი მომდევნო ტექნიკური ინსპექტირების გავლის შემდგომ ავტოსატრანსპორტო საშუალებას მიეცემა 10 დღიანი ვადა განმეორებითი ინსპექტირების გასავლელად, ნაცვლად დღეს მოქმედი ყოველ ჯერზე 30 დღისა“, - განმარტავენ სააგენტოში.
აღნიშნული ცვლილება ძალაში 3 ივნისიდან შედის.
უახლესი
6 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე8 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა8 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს8 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა