„მერაკის" დამფუძნებელი, დიზაინერი ანუკა გვენცაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, კომპანიამ მიმდინარე სეზონზე ჯინსისა და სამკაულების ხაზი დაამატა.
„პროდუქცია არის მაღალი ხარისხის. ჯინსის წარმოება სხვა გამოცდილებას და აღჭურვას მოითხოვდა და არ იყო ასე მარტივი. გვემატება ასევე სამკაულების ხაზი, რომელიც საქართველოში იქნება წარმოებული“, - ამბობს „მერაკის“ დამფუძნებელი.
ასევე, ბრენდს აქვს მნიშვნელოვანი სიახლე. კერძოდ ხდება ბიზნესის გაციფრულება.
„მალე ჩაეშვება ვებგვერდი, საიდანაც მომხმარებელი „მერაკის“ პროდუქციის ყიდვას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეძლებს.
ასევე მიმდინარე მოლაპარაკებები გვაქვს, რამდენიმე ქვეყანაში მაღაზიების წარმომადგენლებთან, სადაც სურვილი გვაქვს, რომ განვათავსოთ ჩვენი პროდუქცია, რათა. ექსპორტზე უფრო წარმომადგენლობითი სახით გავიდეთ“, - ამბობს მეწარმე.
„მერაკი“ (MERAKI) ხელნაკეთი ჩანთების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ბრენდია.
როგორც ქართულიო ბრენდის დამფუძნებელი აღნიშნავს, სიტყვა "მერაკი" ბერძნულია და შენ საქმეში შენი ნაწილის ჩადებას და მთელი გულით კეთებას ნიშნავს. აქ თითოეული პროდუქტი სიყვარულითაა დამზადებული.
MERAKI-ის მაღაზია თბილისში, პეკინის 23-ში მდებარეობს.
კომპანიის სამომავლო გეგმაშია ექსპორტიც, რაზეც მუშაობა დაწყებულია.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა1 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს1 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა