16 წელია რაც ბაზარზე ვართ და მომხმარებელს სრულ პოლიგრაფიულ მომსახურებას ვთავაზობთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სარეკლამო კომპანია ADwise • ედვაიზის დირექტორმა ანუკი ბუბუტეიშვილმა განუცხადა.
„გვაქვს ისეთი დანადგარები, რომელიც ამიერკავკასიაში არ არის. ამ დანადგარებით ვაწარმოებთ ღვინის ეტიკეტებს, რის შედეგადაც დაჩქარდა წარმოების დრო და გაუმჯობესდა ფოლგირების ხარისხი. წარმოება ხდება ციფრული სისწრაფით და მეწარმეებს ეტიკეტის დანახარჯი შეუმცირდათ“, - ამბობს „ედვაიზის“ დირექტორი.
როგორც ანუკი ბუბუტეიშვილი ამბობს, ADwise სერვისს საცალო და კორპორაციულ მომხმარებელს სთავაზობს. კომპანიის დაფარვის ზონა ფართოა, რადგან აქვს სრულ პოლიგრაფიულ მომსახურება როგორც ციფრული ისე ოფსეტური მიმართულებით.
„ჩვენი სერვისის ძირითადი მომხმარებელია ბიზნესი, თუმცა ვმუშაობთ საცალო ბაზარზეც, რადგან მინიმალური ტირაჟი არ გაგვაჩნია. ჩვენი მომხმარებლის 90% კორპორაციულია, 10% კი საცალო ბაზარს უკავია. კომპანიის გაყიდვები წლიდან-წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება. კომპანიებს ვთავაზობთ შესაფუთ მასალას, მათ შორის მუყაოს პარკებს“,- ამბობს კომპანიის დირექტორი.
Adwise-მა 2012 წელს ჩამოტანა 6 ფერიანი ოფსეტური დანადგარი და გააკეთა საკუთარი სტამბა.
2021 წელს ააშენეს საკუთარი 5-სართულიანი საწარმო, რომელიც პანდემიის დროს გახსნეს.
ADwise • ედვაიზი ერთ-ერთი წამყვანი სარეკლამო კომპანიაა, რომელიც 2008 წლიდან წარმატებით ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე და 70 ადამიანს ასაქმებს
„ედვაიზ ჯგუფმა“ 2015-2024 წლებში, სააგენტოსგან 900 000 ლარამდე მხარდაჭერა მიიღო, სესხის პროცენტის თანადაფინანსების ფარგლებში
ამასთან, სააგენტოს ხელშეწყობით, კომპანიამ მონაწილეობა მიიღო შესაფუთი მასალების მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში - Interpack 2023
უახლესი
2 საათის წინ
Snacky ასორტიმენტს აფართოებს და გაყიდვებს ზრდის