დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა შემთხვევაში არ ვრცელდება შაქრის შემომტან კომპანიებზე იმპორტის გადასახადი

რა შემთხვევაში არ ვრცელდება შაქრის შემომტან კომპანიებზე იმპორტის გადასახადი

14-11-2023 13:22:58

შაქრის იმპორტიორ რომელ კომპანიებს არ შეეხებათ იმპორტზე შემოღებული გადასახადი, ამის შესაზებ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე, შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნდა. 

კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის 20 ნოემბრიდან ამოქმედდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისა და  მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის წარმოების  წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №439 დადგენილება.

აღნიშნული დადგენილებით განსხვავებული მომსახურების საფასური დაწესდა 100 კგ-ზე მეტი ოდენობის სეს ესნ-ის 1701 91 000 00, 1701 99 100 00 და 1701 99 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული შაქრის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებაზე.

მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრა ყოველ 1 კგ-ზე 0.40 ლარით.

დასახელებული ცვლილება და მომსახურების საფასურის ახალი განაკვეთი არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როდესაც:

შაქარზე გაცემული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის ან წარმოშობის დეკლარაციის საფუძველზე გამოყენებულ იქნება საგადასახადო შეღავათი;

შაქრის საზღვაო გზით ტრანსპორტირება დაიწყო დადგენილების გამოქვეყნებამდე (2023 წლის 10 ნოემბრამდე). საზღვაო გზით ტრანსპორტირების დაწყების თარიღის დასადგენად საბაჟო პროცედურის განსაზღვრისას საბაჟო ორგანოს წარედგინება: კონოსამენტი, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს საზღვაო გადამზიდავის მიერ ამ საქონლის (ტვირთის) გემზე მიღების თარიღი, ან საზღვაო გადამზიდავის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს შაქრის გამომგზავნ საზღვაო პორტში მიღებას დადგენილების გამოქვეყნებამდე (2023 წლის 10 ნოემბრამდე).

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები