დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა სავაჭრო ურთიერთობები აქვს საქართველოს პორტუგალიასთან

რა სავაჭრო ურთიერთობები აქვს საქართველოს პორტუგალიასთან

26-06-2024 14:00:00

პორტუგალიიდან იმპორტი 1%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველომ პორტუგალიიდან 8,499.01 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოიტანა, გასული წლის 5 თვეში კი 8,377.56 ათასი დოლარის. 

2023 წლის სტატისტიკით საქართველომ პორტუგალიიდან 21,520.79 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებლებზე 28%-იანი ზრდაა. 

საგულისხმოა, რომ პორტუგალიიდან იმპორტმა რეკორდს 2015 წელს მიაღწია, როდესაც საქართველომ პორტუგალიიდან 47,900.17 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყიდა.

დღეისათვის პორტუგალიიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი აგლომერირებული კორპია.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო პორტუგალიიდან ყიდულობს:

  • აგლომერირებული კორპი და ნაწარმი მისგან - 2,665.14 ათასი დოლარი,
  • პროდუქტები, ცხოველების საკვებად გამოსაყენებელი - 1,256.24 ათასი დოლარი,
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 736.38 ათასი დოლარი,
  • ფეხსაცმელი რეზინის, პოლიმერული მასალის, ტყავის ძირითა და ტყავის ზედაპირით - 351.29 ათასი დოლარი,
  • ნაწარმი ნატურალური კორპისა - 334.99 ათასი დოლარი.

საქართველოდან პორტუგალიაში ექსპორტი 9%-იან კლებას აჩვენებს. 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველომ პორტუგალიაში 1,609.71 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,759.99 ათასი დოლარის ღირებულების. რაც შეეხება სასაქონლო პროდუქციას თუ რას ყიდის საქართველო პორტუგალიაში, ღირებულებით პირველ ადგილზე ხის სამშენებლო მასალებია, უფრო კონკრეტულად კი ​ დაწებებული  ფანერა.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო პორტუგალიაში ყიდის:

  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 519.71 ათასი დოლარი,
  • ფეროშენადნობები - 476.56 ათასი დოლარი,
  • ცხიმები და ზეთები ცხოველური ან მცენარეული და მათი ფრაქციები - 361.51 ათასი დოლარი,
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 120.75 ათასი დოლარი,
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 39.30 ათასი დოლარი,

2023 წელს 2022 წელთან შედარებით პორტუგალიაში ექსპორტი 111%-ით გაიზარდა.
 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები