ევროკავშირიდან იმპორტი 17%-ითაა გაზრდილი, ხოლო ექსპორტი 25%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ ევროკავშირიდან 3,616,000.43 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2023 წლის 10 თვეში კი 3,098,043.20 ათასი დოლარის. ზრდა 16,7%-ია.
ევროკავშირიდან იმპორტის 17%-ი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. 10 თვეში საქართველომ ევროკავშირიდან 628,549.09 ათასი დოლარის მსუბუქი ავტომობილები ყიდა.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ევროკავშირიდან ყიდულობს:
რაც შეეხება ევროკავშირში ექსპორტს, კლება 25,3-ზეა. 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ ევროკავშირში 456,714.55 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 612,112.78 ათასი დოლარის.
საქართველოდან ევროკავშირში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი თხილი და კაკალია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ევროკავშირში ყიდის:
უახლესი
1 საათის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა1 საათის წინ
ADB-ის ახალი პრეზიდენტი ჰყავს1 საათის წინ
კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის