დღეს, 2 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება. სხდომის დღისწესრიგში სულ 13 საკითხია შეტანილი.
საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონების პროექტები „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილ ების შეტანის თაობაზე” და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ვერტექსისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ”
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „პალიასტომი - 2004“ - ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ტაბა კაპიტალი 2023“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას, შპს „ენთელს“, სს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს’’, სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას’’, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს’’ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის „ჭიორა ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ 2017 წლის 6 ნოემბერს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,მწვანე ენერგიის ჯგუფს’’ შორის ,,მუხრა ჰესის’’ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,მატრიცას’’ შორის ,,ხაშურის მზის’’ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას და შპს „ქიზიყის მზეს“ შორის „ილიაწმინდას მზის ელექტროსადგურის “ შესახებ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ”
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას და შპს „ალაზნის მზეს“ შორის „ელდარის მზის ელექტროსადგურის’’ შესახებ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას და შპს „ალაზნის მზეს“ შორის „ვარდისუბნის მზის ელექტროსადგურის’’ შესახებ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ”
საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ”
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოში ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიშის დამტკიცების თაობაზე
უახლესი
2 საათის წინ
დღეს მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება